9 მაისს საღამოს ახალქალაქში, თავისუფლებისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე სროლა იყო. გამოცემა jnews.ge ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ სამი გასროლის ხმა გაისმა, რის შემდეგაც ერთი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ჯერ ადგილობრივ კლინიკაში შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. დაჭრილი 36 წლის მამაკაცია
„გუშინ შემოიყვანეს 1986 წელს დაბადებული მამაკაცი, ის უკვე იქნა გადაყვანილია თბილისში „ვივამედის“ კლინიკაში. ექვსი ჭრილობა აქვს მიყენებული, აქედან სამი შემავალი ჭრილობა გულ-მკერდის და მუცლის ღრუს არეში, დაზიანებული აქვს წვრილი ნაწლავი. მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ მძიმე“,- ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი, ალექსანდრე თოროსიანი.
გუშინ 9 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე ახალქალაქის ცენტრში სროლა მოხდა. სროლის შემდეგ, კლინიკაში ერთი დაშავებული შეიყვანეს.
წყარო: sknews.ge