ქალი ხომ სიყვარულით სავსე არსებაა, სხვას არავის უყვარს ისე, როგორც ქალს. საოცარია იმიტომ, რომ უფლისგან აქვს მინიჭებული ეს ყოველივე და დღეს, მიკვირს ისე როგორ დავშორდით ღმერთს, რომ მსოფლიოში და საქართველოშიც ქალების უფლებებზე ვლაპარაკობთ, ეს ხომ ჩვენი სირცხვილია. ეს ხომ ჩვენი ჩამორჩენაა, დიდი ჩამორჩენაა.
ღმერთმა ინებოს, რომ დაგვეძლიოს ეს ყოველივე და ქალს, თუ ბავშვს, ზრდასრულს, თუ შუახნის ადამიანს, ყველას ის პატივი მივაგოთ, რომელიც ღვთის ხატს და მსგავს არსებას ეკუთვნის.
ქალებს განსაკუთრებით გილოცავთ დღევანდელ დღეს და ბედნიერია ჩვენი ერი, რომ ასეთი ძლიერი ქალბატონები გვყავხართ.” – განაცხადა მეუფე იაკობმა.










