LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის დარბევიდან ერთი თვე გავიდა (+ფოტო/ვიდეო)

ეს ჭეშმარიტად სახალხო მოძრაობა აუცილებლად გაიმარჯვეს_კოტე ერისთავი

დაპოსტა 2021/04/11-ში
A A
58
ნახვა
გაზიარება

,,ერთი ღამე გავატარე ნამოხვანში, კარავში. ლამაზად და სუფთად გაწყობილი ბილიკები აკავშირდებდა რამდენიმე კარავს. თითოეულ კარავს თავისი ფუნქცია ჰქონდა. იყო სასადილო, ქალების და კაცების საძინებლები და შეხვედრების კარავი.
მკაცრად განსაზღვრული მოვალეობები ჰქონდა რიონის ხეობის თითოეულ მცველსაც. ერთ-ერთს, მაგალითად, ალკოჰოლის მოხმარებაზე კონტროლი ევალებოდა.
მასპინძლებს ადვილად გაარჩევდი. საქმიანად მოძრაობდნენ, ტერიტორიას უვლიდნენ და აკონტროლებდნენ და რაღაცეებზე ბჭობდნენ.
სადილზე ზარის დარეკვით გპატიჟებდნენ (ზარი ირეკებოდა ლოცვის წინაც. კარვებში რამდენიმე სასულიერო პირიც რჩებოდა)
სასადილო კარავში, გრძელ ხის სკამებზე 50-მდე ადამიანი ეტეოდა. სტუმრების მიერ ჩამოტანილი და ადგილზე მომზადებული მარტივი კერძებით იწყობოდა სუფრა. მეგონა, რომ სადილის დასაწყისში თითო-თითო ჭიქას ჩამოატარებდნენ, ერთი სადღეგრძელო მაინც რომ შესმულიყო. სადილი ერთი საათიც არ გაგრძელებულა და ასევე ჩამთავრდა, უალკოჰოლოდ.
სადილის ბოლოსკენ, უკვე ჩამოღამებული იყო, როცა ენკას სატვირთო მანქანების უზარმაზარი კოლონა გამოჩნდა და სულ რამდენიმე მეტრში ჩაგვიარა. კოლანას წინ და უკან პოლიციის მანქანები მოჰყვებოდა. მასპინძლები ყველას გასაგონად ხმამაღლა იმეორებდნენ, რომ შეძახილებისა და ლანძღვისგან თავი შეგვეკავებინა. ხმა არავის გაუცია. ხეობის ხმები ისმოდა მარტო და მძიმე მანქანების გადაადგილების.
მერე ცეცხლი დავანთეთ. ვისაუბრეთ. ცეცხლი როგორც კი ჩაქვრა, კარვებში გადავნაწილდით.
ნამოხვანის კარვები იყო (და აუცილებლად იქნება ისევ) ნამდვილი პოლიტიკური სივრცე, შეკრების, მსჯელობის, სოლიდარობის ადგილი, სადაც ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიოდა ხალხი, რომ ამ ისტორიულ პროცესში მიეღო მონაწილეობა და თავისი პოზიცია და მხარდაჭერა დაეფიქსირებინა.
მაგრამ, ამავე დროს, ბევრი ჩაფიქრებული ადამიანის ადგილიც იყო. იქ მყოფთა უმრავლესობა არ იცნობდა ერთმანეთს და ერთ-ერთი მიზეზი ესეც იქნებოდა, მაგრამ ბევრისთვის ნამოხვანი ალბათ ის სივრცეც გახდა, სადაც შეგეძლო გაქცეოდი ჩვენს უსამართლო რეალობას, რომელიც ყოველდღიური ჩაგვრის ქვეშ გამყოფებს და ფიქრის დროსაც არ გიტოვებს, და ნამოხვანში ჩასვლით დაგემსახურებინა ფუნდამენტურ და საერთო პრობლემებზე ფიქრის და მსჯელობის დრო.
და ბოლოს, ნამოხვანი იყო დისციპლინის ადგილი, რომლის გარეშეც ეს სახალხო მოძრაობა ასე ვერ გაძლიერდებოდა და დღემდე ვერ მოაღწევდა.

დღეს ეს კარვები დაშალეს. დაშლას წინ ცრუ საინფორმაციო კამპანია უძღოდა, რომელიც ნამოხვანის ‘ღრეობის’ ადგილად მონიშვნას ცდილობდა. კარვების დაშლის დროს კი, პოლიციამ არყისა და ლუდის ბოთლები ‘გამოზიდა’ თურმე ბლომად.

ეს მოძრაობა მხოლოდ ეხლა იკრებს ძალას. ნამოხვანშიც გაიშლება ისევ კარვები, ბევრი სხვა ნამოხვანიც გაჩნდება და ასე, სიმშვიდით, დისციპლინით და პრინციპულობით ეს ჭეშმარიტად სახალხო მოძრაობა აუცილებლად გაიმარჯვეს.” წერს კოტე ერისთავი

გაზიარება23

დაკავშირებული -პოსტები

ამოღებულია 16 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი – დაკავებულია სამი პირი

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ევაკუაცია განახორციელდა – შსს ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის შესახებ განცხადებას ავრცელებს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ...

დაწვრილებითDetails

სასურსათო მაღაზიიდან პროდუქციის მოპარვას და მიმალვას ცდილობდნენ – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს თბილისში მდებარე ერთ-ერთ...

დაწვრილებითDetails

ქეთი ბერძენიშვილი 54 წლის გახდებოდა

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი 53 წლის გახდებოდა
მთავარი

დღეს, 24 ივლისს, ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტის ქეთი ბერძენიშვილის დაბადების დღეა.  ქეთი 54 წლის გახდებოდა. ოჯახის წევრები, მეგობრები და ნაცნობები დღეს, ქეთის საფლავთან შეიკრიბებიან, შემდეგ კი 19:00 საათძე, სასტუმრო "არგოში"...

დაწვრილებითDetails

დრონების შოუ და 400 ადამიანზე გათვლილი ფურშეტი – დღეს ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი უნდა გაიხნას

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნისთვის ნახევარ მილიონზე მეტი დაიხარჯება
მთავარი

დღეს ქუთაისის ყოფილ პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი უნდა გაიხსნას. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და  შპს „ვანილა ივენთს“ შორის გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, აღნიშნული საზეიმო ღონისძიება და ყველა დაგეგმილი აქტივობა...

დაწვრილებითDetails

„ენით აღუწერელი ტრაგედია ტრიალებს“ – სამტრედიაში 21 წლის დავით კიკვაძეს გლოვობენ

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
„ენით აღუწერელი ტრაგედია ტრიალებს“ – სამტრედიაში 21 წლის დავით კიკვაძეს გლოვობენ
მთავარი

„ენით აღუწერელი ტრაგედია ტრიალებს“ - სამტრედიაში 21 წლის დავით კიკვაძეს გლოვობენ - ინფორმაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. ტრაგედია გუშინ, სამტრედიაში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში რკინის კონსტრუქციის მონტაჟი მიმდინარეობდა. სავარაუდოდ,...

დაწვრილებითDetails

ფანჯარასთან მოირბინეს და იარაღი დაგვიმიზნეს – რა მოხდა ქუთაისში

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ფანჯარასთან მოირბინეს და იარაღი დაგვიმიზნეს – რა მოხდა ქუთაისში
მთავარი

მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს რომ გვიან ღამით ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ორი პირი ავტომობილის გაძარცვას ცდილობდა. როგორ ადგილობრივი წერს უცნობმა პირებმა მათ იარაღიც დაუმიზნეს ,,ძარცვა ქუთაისშიავტოქარხანა, ცოტნე დადიანის ქუჩა მთელი ღამის...

დაწვრილებითDetails

24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ნოემბრის თვის ყველაზე იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი დღე აქტიურობითა და ახალი შესაძლებლობებით იქნება სავსე. სამსახურში საინტერესო შეთავაზება ან ახალი იდეა შეიძლება გაჩნდეს. პირად ურთიერთობებში კი მოთმინება საუკეთესო შედეგს მოგიტანთ.   კურო ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის ხელსაყრელი დღეა....

დაწვრილებითDetails

ახალგაზრდა გოგო ტრაგიკულად დაიღუპა

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ახალგაზრდა გოგო ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

თბილისში ახალგაზრდა გოგო ტრაგიკულად დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც „ფეისბუქ“ მომხმარებლები წერენ, ვერიკო ნოზაძე, მეცხრე სართულიდან გადავარდა.

დაწვრილებითDetails

ელექტროსისტემები განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ხვალ, ვისთან გაითიშება დენი მთელი დღის განმავლობაში – გადაამოწმეთ მისამართები
მთავარი

ელექტოენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე აღდგენილია. ღამით, დენი მთელ საქართველოში ავარიულად გაითიშა დაახლოებით 00:10 წუთზე და აღდგენის პროცესი მალევე, ეტაპობრივად დაიწყო. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ...

დაწვრილებითDetails

24 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"