80 წლის ბებია შვილიშვილთან ერთად, ცხოვრობს სიბმელესა და სიცივეში. მათ დაკარგეს უფლება საკუთარ სახლზე და ცდილობენ პრობლემის მოგვარება შეძლონ, თუმცა მათ დენის და გაზის მიწოდება უკვე შეუწყდათ, რაც საქართველოს ბანკის ოფისის ფონზე გოგი წულაიამ გააპროტესტა:[coronavirus-who-dashboard height_px=”800px”]
”საფიჩხიაზე, განათლების პირველი შესახვევის ნომერ 10-ში, 80 წლის ქალბატონს, უკვე ერთი კვირაა, დენი და გაზი აქვს ჩაჭრილი ”საქართველოს ბანკის მოთხოვნით”.
მიუხედავად ჩვენი მცდელობისა ბანკთან ურთიერთობამ, თხოვნამ, არაფერმა არ გაჭრა. მეც ვესაუბრე გაზს, წყალს, მითხრეს, რომ ბანკის მოთხოვნაა და ერთი კვირაა ეს ქალი არის სიბნელეში, სიცივეში და წკვარამში, რომელშიდაც კორონავირუსი ამათი ხელშეწყობით მიგვაქანებს.
მე მოვუწოდებ ”საქართველოს ბანკს” ეს არის გაუგონარი, ენით აღუწერელი სისულელე, საზიზღრობა. სასწრაფოდ გაეცით ბრძანება, რომ დროებით მაინც, სიტუაციის გამოსწორებამდე, ქვეყნის ფეხზე დადგომამდე დენი და გაზი ჩაურთონ მოქალაქეს.” – განაცხადა პარტია ”თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ.