,,ეს ფოტო ლექსოს საშინელი ამბავის შეტყობამდეა გადაღებული – თიანეთის მთაში, ნასოფლარ საჭურეში ავედით.
ფოტოზე რომ ბიჭია, ლურჯი მაისურით – შალვა ხორნაული – ნამდვილი ქართველი და გნებავთ პატრიოტი, არაყალბი, არამოყვირალი – აი, სწორედ ის არის – ადგა და წინაპრების ნაკვალევს გაყვა, იქ დასახლდა და ახლა მარტოკაცია თვალუწვდენელ ტყე-მინდვრებში.
ჩვენ მის გვერდით ვარ – დღეს ტექნიკა და სასურველი წიგნები ჩავუტანეთ, ყოველთვიური სტიპენდია დავუნიშნეთ და მეგობრობა დავიწყეთ.
უკან განადგურებული დავბრუნდით და ახლაც ნაკლებ მაქვს სხვა რამის მოყოლის თავი, მაგრამ შალვა ამას იმსახურებს და ძალა მოვიკრიბე.
#გურულიდღიურებისფონდი #მთისამბები
#მარტოკაცებისბიბლიოთეკა #ეკვილიბრიუმი
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze”-წერს გიორგი კეკელიძე.










