“იტალიაში მყოფმა ქართველმა ემიგრანტებმა კარგად იციან ამ ქალბატონის შესახებ. ამჯერად მინდა, რომ თქვენც გაგაცნოთ და რჩევა გკითხოთ. ფოტოებზე თქვენ ერთიდაიგივე ქალბატონს, ლალი როსტიაშვილს ხედავთ. ეს ფოტოები რამდენიმე თვის შუალედით არის გადაღებული. იტალიაში ჩასვლის დროს და რამდენიმე თვის მერე
სამწუხაროდ ლალიმ ვერ გაუძლო ემიგრანტობის მძიმე ტვირთს და ძალიან დიდი ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა. არ უსმენს და არ უჯერებს არავის. იტალიის ქუჩებში უგზოუკვლოდ დარბის. ქართველები პერიოდულად პოულობენ, მიყავთ საავადმყოფოში, მაგრამ იქიდან იპარება და ისევ ქუჩებში გარბის. შვილმა იტალიაში ჩააკითხა, მაგრამ საქართველოში არ გამოყვა. ამჯერად ქმარია ჩასული და არც მას მოყვება. საელჩო ამბობს , აქედან ძალით ვერავის გავუშვებთო. უმორჩილესად გთხოვთ დაგვაკვალიანოთ, რისი გაკეთება შეიძლება? ვის , რა ზომებს მივმართოთ? როგორ დავაბრუნოთ ლალი საქართველოში?“-წერენ ჯგუფში .
რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 21 ნოემბერს
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7067 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7067 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7073 ლარი იყო....










