ქუთაისში ახალი პოლიტიკური მოძრაობის „ტრიბუნა“ ოფისი ოფიციალურად გაიხსნა. მოძრაობის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელის გელა გაბადაძის თქმით „ტრიბუნა“ კორსერვატიულ შეხედულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული პარტიაა. მისი თავმჯდომარე კი დავით ჭიჭინაძეა.
„ჩვენი მთავრი მიზანია ის სისტემა, რაც დღეს საქართველოშია – ერთპარტიული მმართველობა, ერთი კაცის მმართველობა,დაფუძნებული, რაღაც გამოგონილ ლიბერალურ მცნებებზე, შეიცვალოს. მთავარი სწორედ სისტემის შეცვლაა, რასაც მოყვება კიდეც იმ მდგომარეობის შეცვლა და დემონტაჟი, რაც საქართველოშია.
მინდა ქუთაისთან დაკავშირებით ვისაუბრო. ჭიღვარია და ის ხალხი, რომლებიც ვითომ ქალაქს მართავენ და სინამდვილეში არანაირი მმართველობის უნარი არ გააჩნიათ, ესენი არიან სისტემის შვილები, მათთვის მთავრია იყვნენ კომფორტულად, იყვნენ ხელისუფლებაში, სხვას არა აქვს მნიშვნელობა. ამის ნაყოფია სხვადასხვა საკითხები, განსაკუთრებით ნეპოტიზმს გამოვყოფდი. ეს უკვე ამაზრზენ სახეს იღებს. იხრჩობა ამით ქალაქი თვითმმართველობაში. მეუღლეები, დედმამიშვილები, ძმაკაცები ყავთ დასაქმებული. ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს და ”ტრიბუნა” კი ამის ავანგარდში იქნება“ – განაცხადა გაბადაძემ.