LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ეს იქნება რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნის, ადამიანების უფლებების შეზღუდვის ინსტრუმენტი – რომან გოცირიძე ახალ კანონპროექტზე

ეს სიამოვნება დიდხანს არ გასტანს – რომან გოცირიძე ლარის შესახებ

დაპოსტა 2021/06/05-ში
A A
58
ნახვა
გაზიარება

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ლარის შესახებ წერს და აცხადებს, რომ ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება, ლარის სეზონურ გამყარებას უკავშირდება.

“სანამ დოლარის გლობალურ გამყარება-გაუფასურებაზე და თურქული ლირის შესახებ სულელურ ზღაპრებს მოვისმენდეთ, სჯობია ერთი მარტივი შეკითხვა დავსვათ: როდის ყიდის ეროვნული ბანკი დოლარებს? როცა ლარი უფასურდება, ხომ? როდის ყიდულობს დოლარებს? როცა ლარი მყარდება.

მოდით, ვნახოთ ბოლო წლების განმავლობაში როდის ყიდულობდა ეროვნული ბანკი დოლარებს, ანუ რა პერიოდში მყარდებოდა ლარი და ამ შესყიდვით როდის უშლიდა ხელს მის კიდევ უფრო გამყარებას. ვიცით, რომ როცა დოლარს ყიდულობ, მიზანი ეროვნული ბანკის რეზერვების შევსებაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს აუფასურებს ლარს. ამ შემთხვევაში პრიორიტეტი არის რეზერვების დაგროვება, თანაც, თუ ამის საშუალებას დაბალი ინფლაციაც გაძლევს.

ვნახოთ, რა ხდებოდა წლების მიხედვით:

2020 წელს ეროვნულ ბანკს უცხოური ვალუტა არ უყიდია, პირიქით თითქმის 900 მილიონი დოლარი გაყიდა პანდემიის პირობებში ლარის გადასარჩენად.
2015 წელს ასევე არ უყიდია დოლარები სხვადასხვა მიზეზით ლარის გაუფასურების მაღალი რისკების გამო.
2019 წელი: ივნისში იწყებს ეროვნული ბანკი დოლარების შესყიდვას, მერე ივლისში აგრძელებს, ანუ ხელს უშლის ლარის გამყარებას.
2018 წელი: ივნის-ივლის-აგვისტოში ახდენს შესყიდვებს.
2017 წელს ასევე ივნის-ივლის-აგვისტოში ყიდულობს დიდძალ ვალუტას.
2016 წელს მხოლოდ მაის-ივნისში შვიდჯერ გადის ეროვნული ბანკი სავალუტო ბირჟაზე და ყიდულობს 163 მილიონ დოლარს.

რა ხდება 2021 წელს? იგივე, რაც წინა წლებში. ლარი იწყებს სეზონურ გამყარებას. ეროვნულ ბანკს ძალიანაც უნდა ამით ისარგებლოს და ცოტა შეავსოს რეზერვები, მაგრამ ვეუბნებით, არ გაბედო, თორემ მოგამტვრევთ ხელს. რამდენჯერაც ასე გააკეთა წინა წლებში, იმდენჯერ ორჯერ და მეტი ოდენობის რეზერვების დაკარგვა მოუწია, რადგან ასეთი ჩარევა უკუბიძგს აძლევდა ყოველთვის და ლარი იწყებდა გაუფასურებას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეროვნულმა ბანკმა არ მიმართოს რეზერვების დაგროვების ამ ხერხს. ამის გაკეთება საჭიროა, მაგ ფრთხილად და ცოდნით, რაც ეროვნულ ბანკს არ გამოსდიოდა.

რატომ არის ეს პროცესი აშკარა სეზონური შინაარსის მატარებელი? არა მხოლოდ იმიტომ, რომ თბილი ამინდებია, არამედ იმიტომ, რომ ფინანსური ნაკადები ამ პერიოდში სხვანაირად მოძრაობს და ბიუჯეტში ხარჯვაში მუდმივი ჩამორჩენაა და წლის მეორე ნახევარში იწყება საბიუჯეტო რესურსების ინტენსიური “ათვისება”.

მინდინარე წელს არა თუ რეზერვების შევსება, არამედ წლის ბოლომდე იქით მოუწევს ეროვნულ ბანკს ვალუტის გაყიდვა, ლარის გაუფასურების შესაჩერებლად.

ახლა კი დავანებოთ ტვინის ჭყლეტას იმაზე, თუ რა მოსდის ლარს. “მოლოდინების” მეტს მაინც ვერაფერს გაიგებთ ხელისუფლებისაგან და მისი მომსახურე ექსპერტებისაგან”, – წერს რომან გოცირიძე.

გაზიარება23

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი 19 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7189 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7223 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0034...

დაწვრილებითDetails

ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება – რა ღირს ერთი გრამი საქართველოში

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 988 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.29%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რაც...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 18 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 18 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7223, ევრო – 3.1336, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6286 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

რა ღირს ოქრო და ვერცხლი მსოფლიო ბირჟებსა და საქართველოში

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 019 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.50%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 17 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 17 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7365, ევრო – 3.1382, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6300 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

განახლებული ვალუტის კურსი 13 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7321 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7300 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021...

დაწვრილებითDetails

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – განახლებული კურსი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7300 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7438 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0138...

დაწვრილებითDetails

„მუნიციპალიტეტებში 4.886 მლნ ლარის ტრანზაქცია შესრულებულია ისეთ ანგარიშზე, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა“ – აუდიტი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
ეკონომიკა

„მუნიციპალიტეტებში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები,“ - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტების 2022-2023 წლების საბიუჯეტო პროცესის მართვის შესაბამისობის აუდიტშია აღნიშნული, რომელსაც "ბიზნესპრენიუსი" აქვეყნებს. აუდიტის...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასმა ერთ დღეში კვლავ მოიმატა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
ქორწინების ოქროს ბეჭედი 28%-ით გაძვირდა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 185 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.96%-ით კლებას წარმოადგენს. რაც...

დაწვრილებითDetails

ოქრო და ვერცხლი კვლავ ძვირდება

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქრო კვლავ ძვირდება. GoldPrice-ის მონაცემებით, 10 მარტს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 179 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 1.66%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"