2 მაისს ქუთაისში, ,,გვირილობა“ და ქალაქის დღესასწაული მასშტაბური ღონისძიებების გარეშე აღინიშნება.
,,ვულოცავ ყველა ქუთაისელს გვირილობის დღესასწაულს. ეს სახალხო დღესასწაული ყოველთვის ასოცირდებოდა სიკეთესთან და ქველმოქმედებასთან.
სამწუხაროდ, წელს მასშტაბურად ვერ აღვნიშნავთ, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში მიმდინარეობს ომი, იხოცებიან უდანაშაულო ადამიანები და ქუთაისი ისევე, როგორც მთელი საქართველო არის სოლიდარული უკრაინის მიმართ“ – ზვიად შალამბერიძე.