ასეთი მდგომარეობაა ნიკეას მეორე შესახვევში. ადგილი სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენი ასე თავისუფლადაა მიმოფანტული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის პროფესიული განათლების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაა, აქვე მოძრაობენ პატარები. მათ პირდაპირი გაგებით ნაგავში უწევთ გავლა. ადგილობრივების განმარტებით მდგომარეობა წლებია ასეა. მათივე თქმით პრობლემას სანაგვე ურნების ნაკლებობა წარმოადგენს. რამდენიმე ბინის ნარჩენს ურნები ვერ იტევეს, მომატებული ნაგავი კი ქარსა და მაწანწალა ძაღლებს მიაქვთ. შედეგად რამდენიმე მეტრიანი სანაგაოა წარმოქმნილი, რაც ანტისანიტარიისა და დაავადების კერაა. თავს აქ კომფორტულად მხოლოდ შინაური ფრინველები გრძნობენ.
ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა
ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა, ამის შესახებ სოციალირ ქსელში ქალაქის მერი ლადო ჯურხაძე წერს: ,,ხონში არაერთი გამორჩეული, აუთვისებელი ადგილი გვაქვს, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და სანახაობით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ერთ-ერთი ასეთი...









