მარიუპოლში, სადაც ჰუმანიტარული კატასტროფაა გუშინ ოკუპანტებმა ცეცხლი 20-ზე მეტ ავტობუსს გაუხსნეს. მათ საევაკუაციო დერეფნით მოსახლობა გაჰყავდათ.
დაჭრილებს შორის არიან ბავშვები. მძიმეა მალინოვკაში დაჭრილი მოზარდის მდგომარეობაც, რომელიც მშობლებთან ერთად ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც აგრესორმა ცეცხლი გაუხსნა.
“ეს მხეცები ბავშვებთან ომს განაგრძობენ, მაგრამ ყველაფრისთვის მოუწევთ პასუხის გება. თითოეული ბავშვისთვის, თოთოეული სიცოცხლისთვის. რაც შეეხება მარიუპოლს, ვიმედოვნებ შევძლებთ ადამიანების გაყვანას და ცხოვრების ნორმალურ პირობებში დაბრუნებას.
დღეს მძიმე დღეა, რადგან ისევ ბავშვები იტანჯებიან, 4 ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი, 3 ბავშვი მოჰყვა სროლებში გულიაიპოვსკის რაიონში, ოჯახები მარიუპოლიდან მიემგზავრებოდნენ, ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა”,- თქვა ზაპოროჟიის ოლქის ხელმძღვანელმა.