ეს არ არის რომელიმე კონკრეტული პარტიის ან პოლიტიკური ჯგუფის გამარჯვება, ეს არის საერთო გამარჯვება იმ ნებით, რომელსაც გამოხატავს ქართული საზოგადოება და იმ მხარდაჭერით, რომელიც გვაქვს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა საბოლოო დიდ გამარჯვებამდე უნდა მივიყვანოთ, – ასე აფასებს პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს გიორგი რურუას საქმესაც, რაც ასევე ძალიან პრინციპულია.
„ჩვენ გვჭირდება ნორმალური დემოკრატიული სისტემა, არ შეიძლება, რომ მუდმივად დაპირისპირების გზით ვიაროთ, დიახ იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატია განვითარდეს სწორედ ამ გზით უნდა ვიაროთ. მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ გიორგი რურუას საქმეს, რაც ასევე ძალიან პრინციპულია. იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ საბოლოო ჯამში საკონსტიტუციო ცვლილებებიც განხორციელდება და ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ. ეს არ არის რომელიმე კონკრეტული პარტიის ან პოლიტიკური ჯგუფის გამარჯვება, ეს არის საერთო გამარჯვება იმ ნებით, რომელსაც გამოხატავს ქართული საზოგადოება და იმ მხარდაჭერით, რომელიც გვაქვს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა საბოლოო დიდ გამარჯვებამდე უნდა მივიყვანოთ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.