LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა მძიმეა – კონსტანტინე გამსახურდია

ეს არ ყოფილა არავითარი თვითმკვლელობა – კონსტანტინე გამსახურდია ქეთი დოლიძეს პასუხობს

დაპოსტა 2021/06/11-ში
A A
126
ნახვა
გაზიარება
“ამ რამოდენიმე დღის წინ ნოეს გადაცემაში ვიხილეთ ქ-ნი ქეთი დოლიძე, რომელმაც სხვა ამბებთან ისაუბრა ზვიად გამსახურდიას ბოლო დღეებზეც. მან განაცხადა, რომ ურთიერთობა აქვს ბესარიონ გუგუშვილთან, ფინეთში მცხოვრებ ყოფილ პრემიერთან. ასევე შემოგვთავაზა თავისი (უფრო სწორად, ბესარიონისეული) ვერსია, რომ ზვიად გამსახურდია „თვითმკვლელობამდე მიიყვანეს“
წინამდებარე წიგნი წარმოადგენს იმ კომისიის დასკვნით დოკუმენტს, რომელიც დავდეთ საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტში, Ad hoc კომისიამ ჩემი თავმჯდომარეობით, რომელშიც სულ 11 დეპუტატი ვიყავით ყველა ფრაქციიდან.
ეს წიგნი გამოიცა ჩემი წინასიტყვაობით, ძირითადი ტექსტით, ფოტომასალით, საძიებელით და სარჩევით. გამომცემლობა არტანუჯი, 2014, 407 გვერდი, გაკეთებული აქვს ინგლისური რეზიუმე.
ჩვენ დავდევით ეს 365 გვერდიანი დოკუმენტი: მთავარ პროკურატურაში არსებული 9 ტომის არსებითი ნაწილი, (დღეს საქმე 18 ტომამდე გაიზარდა) ჩვენი 39 მოსმენა-გამოკითხვის სტენოგრამები და მათი დედუქციური ანალიზის შედეგები, კრიმინალისტიკური შესწავლა საკითხისა და დანართის სახით რუსეთის ფედერაციიდან მოვიპოვე როსტოვის საექსპერტო დასკვნის ტექსტი, რომელიც მიცვალებულს ექსგუმაციის შემდეგ ჩაუტარდა, იგი გადმომიგზავნა რფ-ს გენერალურმა პროკურორმა იური ჩაიკამ.
ქ-ნი ქეთის გასაგონად მსურს აღვნიშნო, რომ კომისიის დასკვნით მთავარ პროკურატურას არ ჩაუტარებია არანაირი სერიოზული გამოძიება- იყო მხოლოდ საგამოძიებო პროცესის იმიტაცია. ასევე ეს არ ყოფილა არავითარი თვითმკვლელობა, არამედ ადგილი ქონდა მკვლელობას. ხოლო მკვლელობის შემსრულებელი საძიებელია იმ ჯგუფებში, რომლებიც პრეზიდენტს სამეგრელოში ფეხდაფეხ სდევდნენ – ესაა შსს-ს სპეცჯგუფი შოთა კვირაიასა და გია გულუას ორგანიზებით, ასევე უშიშროების სამინისტროს “რეალიზაციის ჯგუფი” მინისტრის მოადგილის, ავთო იოსელიანის ორგანიზებით. ის, რასაც ბესარიონი და რ. მარგველანი ყვებიან, ძალიან აცდენილია რეალობას – ბევრი დეტალის და ნიუანსის გათვალისწინებით. ამათ კიდევ ერთხელ აღარ მოვყვები.
დოკუმენტი მოიწონა 2011 წლის 24 თებერვლის პარლამენტის სესიამ და ის გადაიგზავნა მთავარ პროკურატურაში, იმ 48 კაციან სიასთან ერთად, რომელნიც არ დაუბარებიათ და არ გამოუკითხავთ, არადა ფასეულ ინფორმაციებს უნდა ფლობდნენ ამ საქმეზე.
თუ კიდევაც „მიიყვანეს თვითმკვლელობამდე“, როგორც ამას ქ-ნი ქეთი აცხადებს, ესეც დანაშაულია. რატომ არ დაისაჯნენ ისინი, ვინც „მიიყვანა?“ როდესაც ჩვენი კომისია შეიქმნა, ბატონმა ბესარიონმა განაცხადა, რომ ეს კომისია ხუნტის უკანონო სტრუქტურად მიაჩნია და არ აპირებს ჩვენთან რაიმე სახის თანამშრომლობას. მისთვის საქართველოში დღემდე „ხუნტაა“, მოყოლებული 1992 წლიდან, თავად კი კანონიერი ხელისუფლებაა. ისე საინტერესოა, ქ-ნ ქეთისთან საუბრისას ბატონი ბესო „ხუნტასთან“ მის რაიმე კავშირსაც ხომ არ ხედავს.” – წერს სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდია.

ზვიადმა სამწუხაროდ თავი მოიკლა, ამას ამტკიცებს ბესო – ამის შესახებ რეჟისორმა, ქეთი დოლიძემ, ნოე სულაბერიძის საავტორო გადაცემაში, ტვ იმედზე განაცხადა: 

“დისიდენტობა ცხოვრების სხვა ფორმაა, როდესაც დისიდენტი ხდება სახელმწიფოს მეთაური, ის დისიდენტური კუდი არ უნდა მოჰყვეს, ის სხვა მენტალიტეტია, ქუჩის, მიტინგის მენტალიტეტი. ზვიადი რომ ავირჩიეთ პრეზიდენტად, მეც მივეცი ხმა, თუმცა, მისი სისუსტეები ვიცოდი. ვიცოდი, რომ ჩვენ არ გვაპატიებდნენ ამ დამოუკიდებლობას. ბევრი შეცდომა იყო დაშვებული. მე გამოვიტირე საქართველოს ბედი, როდესაც 4 აპრილს ვნახე დიდი ლოზინგით, გაუქმდეს აფხაზეთის ავტონომია. არ შეიძლებოდა ამის გაკეთება. ჩემთვის ყველაზე დიდი ტრაგედია იყო რომ 9 აპრილს 22 ქალი დაიღუპა. როცა უწმინდესი გეუნება, რომ რეალურია ხალხი, დაშალეთ ხალხი, გამოდის ერთ-ერთი ლდიერი, გლეჯს უწმინდესს მიკროფონს და იწყებს “მამაო ჩვენოს” -აი, ამიტომ დავისაჯეთ ჩვენც. ჩვენ გავწირეთ 22 ქალი სასიკვდილოდ.

როდესაც ზვიადის დაღუპვის ამბავი გავიგე, ავქვითინდი, გინდ დაიჯერე, გინდ არა, მისი ბედი ისეთი ტრაგიკულია, მეტი არ შეიძლება.

სინანულის შეგრძნება მაქვს იმის გამო, რაც დაემართა ზვიადს. ყველაზე დიდი შეცდომა იყო, როდესაც ის ჩამოიყვანეს საქართველოში.

რამდენიც უნდა გავილანძღო, ჩემი უახლოესი მეგობარია ბესო გუგუშვილი, სულ ვეუბნებოდით, გაჩერდი, ეს ცუდად დამთავრდება, ნუ გვაცხადებთ წითელ ინტელიგენციად. ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა და ზვიადს ჰქონდა იქედან შერჩენილი. უკაცრავად, მაგრამ კონსტანტინე იმდენად უყვარდა ბერიას და სტალინს, ჩოხაში აბა ერთი გაებედა ვინმე სხვას ასე წინ და უკან სიარული თბილისში. ამდენი ხალხი დახვრეტილი, გაუბედურებული, კონსტანტინეს არასოდეს შეხებიან. “ვაზის ყვავილობა” მე ხომ არ დავწერე, კაცო, კონსტანტინემ დაწერა, ხო? მოუწია კი არა, უნდოდა და დაწერა რა.

ბესო დღესაც ამბობს, ზვიადმა სამწუხაროდ თავი მოიკლა, ამას ამტკიცებს ბესო.

ჩემთან თქვა ზვიადმა, თუ შენი ქვეყნისთვის იკლავ თავს, მაშინ ეს არ ითვლება ცოდვად, ეს მსხვერპლთშეწირვააო.

ოჰ, ახალი ამბავი, რომ რუსული კვალია ზვიადის სიკვდილში, ის იმ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ იმან მოიკლა თავი.” –  თქვა ქეთი დოლიძემ.

გაზიარება50

დაკავშირებული -პოსტები

დღეს თავისუფალი პრესის დღეა

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
დღეს თავისუფალი პრესის დღეა
მთავარი

3 მაისს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაწესდა. ამას წინ უძღოდა 1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტების შეკრება ნამიბიის დედაქალაქ...

დაწვრილებითDetails

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საბერძნეთში ჰაერში სროლის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 06:30 საათზე მოხდა. როგორც ბერძნული მედია წერს, დაკავებული ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.   ის პოლიციამ ადგილზევე დააკავა.   დაკავებულის...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება 3 მაისს საქართველოში

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 3 მაისს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.   ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:   გაგრა +16 - წვიმა   სოხუმი +16 - წვიმა   ზუგდიდი +17 - წვიმა...

დაწვრილებითDetails

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება, მაგრამ მნიშვნელოვანია არ იჩქარო გადაწყვეტილებებში. სამსახურში შეიძლება ახალი იდეა გაგიჩნდეს — ჩაინიშნე, მოგვიანებით ძალიან გამოგადგება.   კურო ფინანსურ თემებზე ფოკუსი იზრდება. კარგი დღეა ბიუჯეტის გადახედვისთვის ან...

დაწვრილებითDetails

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა
მთავარი

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ახმეტელის თეატრი ავრცელებს. „ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა…. ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი, ჩვენი თეატრის ლეგენდა— ნუგზარ ყურაშვილი....

დაწვრილებითDetails

2025 წელს მსოფლიოს მასშტაბით 300-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს, მათშორისაა მზია ამაღლობელი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
პრესის თავისუფლების 2023-ის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა
მთავარი

,, პრესის დაცვის შესახებ  რეზოლუცია აღიარებს პრესისა და სიტყვის თავისუფლებისადმი საფრთხეების ესკალაციას მთელ მსოფლიოში, მათ შორის კონფლიქტის ზონებსა და რეპრესიული რეჟიმების ქვეშ მომუშავე ჟურნალისტებისთვის ზიანის ზრდას, კიდევ ერთხელ ადასტურებს თავისუფალი და...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქი ნინოწმინდა - აღმოსავლეთი - 22კმ. სოფელი საღამო - 9კმ. მიწისძვრის სიმძლავრე...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის...

დაწვრილებითDetails

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 2-4 მაისს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სინოპტიკოსები აღნიშნავენ,  უახლოეს დღეებში ქვეყანაში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. „თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22...

დაწვრილებითDetails

2 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

2 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"