LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 29, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ეს არ არის ონლაინ მედიის კრიტიკა. პირდაპირი მნიშვნელობით, ეს არის აუტოდაფე, ეგზეკუცია – ლაშა ტუღუში

დაპოსტა 2025/11/26-ში
31
ნახვა
გაზიარება

ეს არ არის ონლაინ მედიის კრიტიკა. პირდაპირი მნიშვნელობით, ეს არის აუტოდაფე, ეგზეკუცია – ცუდია, როდესაც პოლიტიკოსები მედიასაშუალებების წინააღმდეგ ამ წარმოებულ ბნელ კამპანიაში ერთვებიან,- ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელმა, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ონლაინ მედიის მისამართით, „ქართული ოცნების“ განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

რაც შეეხება უშუალოდ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ რიგი მედიაორგანიზაცია არის „მიკროფონიანი NGO“, ტუღუშის შეფასებით, ტერმინოლოგია, რომელსაც ხელისუფლება ონლაინ მედიასაშუალებების მისამართით იყენებს, „37-იანი წლების კლასიკური ტერმინოლოგიაა, რომელიც თანამედროვე პოლიტიკაში ხელოვნურად გადმოიტანეს“.

„სტანდარტებიდან ის ე.წ. მედია გადის, რომელიც ონლაინ მედიასაშუალებებს აბრალებს, თითქოს ისინი სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებენ და ა.შ. არიან გაყიდულები და საკუთარი ქვეყნის ინტერესების ღალატში მხილებულები. ის მხარე არის გასული სტანდარტებიდან და არა ის მედიასაშუალებები, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ. რა თქმა უნდა, კრიტიკა შეიძლება მიემართოს ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის მიმართ, როგორიც არის ადამიანი თუ მედიასაშუალება, მაგრამ ჩვენ ხომ კრიტიკაზე არ ვსაუბრობთ? ონლაინ მედიაორგანიზაციების მიმართ ეს არის, პირდაპირი მნიშვნელობით, აუტოდაფე, ეგზეკუცია, რომელსაც ახორციელებს ის ძალა, რომელიც საკუთარ თავს რაღაცას ეძახის. რა არის ეს? დაბრალება ამ ღალატის და ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების გატარება? წარმოუდგენელია.

[რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ კონკრეტული მედიასაშუალებები ბრიუსელის დავალებას ასრულებენ] ეს განცხადება ძალიან არასერიოზულია, იმიტომ, რომ ბრიუსელი არ არის ნეგატიური სიტყვა. ბრიუსელი ევროკავშირის დედაქალაქია, იქ განთავსებულია ნატო-ს შტაბბინა. ჩვენ, ქართველებს, გვაქვს მიზანი, რომ გავხდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. ეს არის ჩვენი ისტორიული ამოცანა. ახლა „ღადავი“ და ცინიზმი ბრიუსელთან დაკავშირებით, თითქოს, ის ნეგატიური რაღაცაა, არასერიოზულია. ძალიან ცუდია, როდესაც პაპუაშვილი და ასევე, სხვა ადამიანები, პოლიტიკოსები მედიასაშუალებების წინააღმდეგ წარმოებულ ბნელ კამპანიაში ერთვებიან. ეს არ არის კრიტიკა, ეს არის ბნელი პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სიტყვის თავისუფლების, მედიის, როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის დანგრევას. ეს ფრაზეოლოგია – „ქსელი“, „აგენტურა“, „800 ადამიანია ჩართული“, „სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები“, „მტრები“, ნუ წარმოუდგენელია. ეს არის წინა საუკუნის 37-იანი წლების კლასიკური ტერმინოლოგია, რომელიც საქართველოში გადმოიტანეს საუკუნის შემდგომ. საშინელი სიზმარი რომ გეგონება, თანამედროვე პოლიტიკაში პირდაპირ, ხელოვნურად გადმოიტანეს. ეს ტერმინოლოგია ჩვენ წიგნებში გვაქვს წაკითხული. ეს ჩვენი ხალხისთვის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი ნაწილია, რომელშიც ქართველები ტრაგიკული მსხვერპლი აღმოჩნდნენ. სიტყვიერად რომ იმეორებ, შეიძლება ამას ხვალ მოქმედებები მოაყოლო.

ეს კამპანია, რომელიც მედიის მიმართ ახლა მიმდინარეობს, გულისხმობს მათ მზადყოფნას ყველაზე უარესი სცენარის განხორციელებისთვის. ეს გამოიხატება მათ განცხადებებში, იმ სიუჟეტებში თუ გადაცემებში, მათ მიდგომებში, რომელსაც ისინი დიდი ხანია ავლენენ. დღეს ამან გარკვეულწილად პიკს მიაღწია, ყველა კარტი გაიხსნა, თუმცა დღეს არ არის ის ვითარება, როდესაც ანალოგიური ნაბიჯების გადადგმას ვხედავთ. დღეს არის მზადყოფნა, რომ თუ დასჭირდათ, ამ ნაბიჯებს გადადგამენ“,- განაცხადა ლაშა ტუღუშმა და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბრიუსელთან „ყველა ხიდი ჩაანგრია“.

რაც შეეხება უშუალოდ არაბული საინვესტიციო ჯგუფის, „იგლ ჰილსის“ პროექტს, რომლის „გაშავებაშიც“ ადანაშაულებს „ქართული ოცნება“ რიგ ონლაინ მედიასაშუალებას და რა საკითხზეც პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დღეს, ინტერპელაციის წესით უსმენენ, ტუღუშის შეფასებით, მსგავს თემებზე „კრიზისები იმიტომ იქმნება, რომ ე.წ. ხელისუფლება საზოგადოებასთან არ ურთიერთობს“.

„მთავარი კითხვა, რა თქმა უნდა, გამომდინარეობს იქიდან, რომ ნდობა საერთოდ არ არსებობს. ასეთი კრიზისები იქმნება სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოებასთან არ ურთიერთობენ ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ე.წ. ხელისუფლებას წარმოადგენენ. ისინი მოქალაქეებს არ ესაუბრებიან ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. იქმნება კრიზისები, კოლაფსები და შემდგომ „გმირულად“ ცდილობენ დასძლიონ ეს ვითარება და რაღაც შოუებს აწყობენ. თვითონ ეძახიან ინტერპელაციით საკუთარ წარმომადგენლებს და დასმულ კითხვებზე უნდათ, რომ პასუხები გასცენ. პრობლემა სწორედ ისაა, რომ პასუხები თავის დროზე უნდა გაცემულიყო“,- განაცხადა ტუღუშმა.

გარდა ამისა, ტუღუშმა, კიდევ ერთხელ შეაფასა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენები, რა საქმეზე დაკავებული ორგანიზატორი პოლიტიკოსების წინასასამართლო სხდომაც დღეს იმართება. მისი თქმით, ორბელიანების სასახლესთან მომხდარი ფაქტი ხელისუფლებამ სათავისოდ გამოიყენა და „უკანონობა დააკანონა“.

„არაერთგზის მოვისმინეთ ის აზრი, რომ ამ პროცესს [4 ოქტომბრის მოვლენები], გარკვეული თვალსაზრისით, სახელისუფლებო ე.წ. ძალამ ხელი შეუწყო. ის, რაც მოხდა, შემდგომ თავის სასარგებლოდ გამოიყენეს ძალაუფლების გამყარებისთვის, ოპონენტების დისკრიმინაციისთვის. სტილი შეცვალეს, ბევრად უფრო გაამკაცრეს, რაღაც ცვლილებები დამატებით შემოიტანეს, მათ შორის, სამართლებრივი ხასიათის იმისთვის, რომ უფრო მეტი ბრუტალური ძალა გამოიყენონ. ფაქტობრივად, უკანონობა დააკანონეს. ის კანონები, რასაც იღებენ, არ არის სამართლიანი და შესაბამისობაში მაღალ სტანდარტებთან. ამის საშუალება, შეიძლება ვთქვათ, რომ პირდაპირ თუ ირიბად, ამ პროცესმა მისცა. მთავარი ისაა, რომ ამ ძალის მიმართ ნეგატივი, მიუღებლობა იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ეს ხალხი ახორციელებს; მიუღებლობა იმისა, რომ ჩვენ გადავუხვიეთ დასავლურ კურსს, არსად წასულა. ის პროტესტი და მუხტი არ დაკარგულა. შეიძლება ასე ღიად არ ჩანს, როგორც შარშან, მაგრამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაბრუნდეს. მათ შორის, პოლიტიკაშიც, ისეთივე მძლავრად. ეს აუცილებლად მოხდება. არსად წასულა ის არასწორი გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღეს. ადამიანებს მეხსიერება ისეთ ცუდ მდგომარეობაში არ აქვთ, რომ ერთი წლის წინ რა ითქვა, დაავიწყდეთ. ანგრევენ ჩვენი ქვეყნის მომავალს. როგორ შეიძლება ეს დაგავიწყდეს, როგორი გაუგებრობაც არ უნდა მომხდარიყო 4 ოქტომბერს“, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

ფირის ფოტოგრაფია „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ – რეზი ყენიას ფოტოამბავი

იანვარი 28, 2026
15
მთავარი

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამრავლება და მათი ბუნებრივ ჰაბიტატში დაბრუნებაა. რეკრეაციული ფერმა ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ბუნებასთან სიახლოვე უყვარს, ახალი სანახაობა იზიდავს. მრავალფეროვანი ლანდშაფტი და...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი

იანვარი 28, 2026
41
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6932 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს” – შალვა პაპუაშვილი

იანვარი 28, 2026
16
მთავარი

ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს - ვინც არ აღიარებს, ის საქართველოს კონსტიტუციას მტრობს და რა თქმა უნდა, რთული იქნება, ასეთი დებატების მონაწილეები ვიყოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დებატებზე საუბრისას...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

იანვარი 28, 2026
35
მთავარი

სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გელა უძილაურის მიმართ პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლითაც მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, უცვლელად ძალაში დატოვა. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით...

დაწვრილებითDetails

გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 წლის აიდა კურბანოვა დაიღუპა

იანვარი 28, 2026
374
მთავარი

18 წელში ჩატეული სიცოცხლე… გუშინ გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 წლის აიდა კურბანოვა დაიღუპა. გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. MarneuliNews.ge-ის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი 18 წლის გოგოს  მაშინ დაეჯახა, როდესაც ის  გზის...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, საბავშვო ბაღში სახანძრო გამოიძახეს – ვითარება ადგილზე

იანვარი 28, 2026
265
მთავარი

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში დაკვამლიანება იყო. სავარაუდო მიზეზი, ძველი ელექტრო გაყვანილობის კაბელებია. ამავე შენობაში ცხოვრობენ აფხაზეთიდან დევნილებიც. საბავშვო ბაღიდან აღსაზრდელების ევაკუაცია დროზე მოხდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო და პირველადი გადაუდებელი დახმარების ბრიგადა...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ილია ღუდუშაურის საქმეზე, განცხადებას ავრცელებს

იანვარი 28, 2026
127
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია...

დაწვრილებითDetails

„ჯერ ბეტონის ბორდიურს შეეჯახა შემდეგ ქვეითს“ – ავარია იმერეთში

იანვარი 28, 2026
3.7k
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია -1977 წელს დაბადებული ზ.ს. დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე...

დაწვრილებითDetails

“საქართველოში შეისწავლეს ღამურები…იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი”- ივანე ჩხაიძე

იანვარი 28, 2026
779
მთავარი

საქართველოში შეისწავლეს ღამურები და ამ ღამურებში „ნიპას“ ვირუსი ნანახი არ იყო - რაც შეეხება სიმპტომებს, იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი, მაგრამ შემდეგ წინა პლანზე გამოდის თავის ტვინის დაზიანება, - ამის შესახებ იაშვილის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, რიონის სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირება იწყება

იანვარი 28, 2026
325
მთავარი

ქუთაისში, რიონის სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირება იწყებაინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში, ჭავჭავაძის ხიდის მიმდებარედ, რიონის სანაპიროზე, თანამედროვე მრავალფუნქციური პარკის პროექტირებას იწყებს.პროექტის მიზანია ქალაქში შეიქმნას ახალი სივრცე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».