მიშა, ძალიან დიდი ბოდიში, რაც დღეს მოისმინეთ ციხის კედლებიდან, მაგრამ ალბათ იცით, რომ ეს არ არის ნამდვილი ქუთაისი” – განცხადება “მთავარი არხის” ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა, თეა ადეიშვილმა გადაცემაში “მთავარ აქცენტები” ისაუბრა.
ადეიშვილმა 25 ოქტომბერს, რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგოდ, “ოცნების” მიერ ორგანიზებულ აქციაზე ისაუბრა.
მე დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში…მიშა, ძალიან დიდი ბოდიში, რაც დღეს მოისმინეთ ციხის კედლებიდან, მაგრამ ალბათ იცით, რომ ეს არ არის ნამდვილი ქუთაისი და თქვენ იცით, რომ იმ ადამიანებს, ვინც ციხის კედელს მიღმა იდგა, ჰქონდათ ნამდვილი მიზეზი, მოვარდნილიყვნენ თქვენთან და ეძახებინათ ის, რაც იძახეს, იმიტომ რომ თქვენ ასეთი ადამიანები გააქრეთ ამქვეყნიდან, ამ ქალაქიდან, ქუთაისიდან. ასეთი ჩაშვებული, ლომკაში ჩავარდნილი, დაუბანელი ქუთაისელები, ამ ხელისუფლებისთვის ჩემი ქალაქის სახეა და ნამდვილი სახე ქუთაისისა დღეს ხატია დეკანოიძემ აჩვენა, თავისი ვიცე-მერების წარდგენით და იმ საზოგადოებით, რომელიც იქ იქნა შეკრებილი, – თქვა თეა ადეიშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ოცნების” ხელისუფლებამ 1 ოქტომბერს დააკავა. ის უკვე 25-ე დღეა, რუსთავის საპატიმროში შიმშილობს.