სოციალურ ქსელში “საქართველოს ფერმერთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში ნიკო კვარახელიას შესახებ წერს და ფოტოს აქვეყნებს.
“ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი Forbes Cover! ისტორია კი ასეთი: Giorgi Isakadze გიორგი მწერს, რომ უნდა ნიკოს მაღალი ხარისხის სურათი ფორბსის შიდა ყდისთვის, დავიწყეთ ნიკოს სურათის ძებნა, ყველაზე უფრო ეს ასახავდა ნიკოს, მაგრამ რეზოლუცია არ იყო მაღალი რადგან ტელეფონით იყო გადაღებული, ვიფიქრეთ, რომ სურათი გადაგვეხატა მერე ვთქვით, რომ გაციფროვნება იქნებოდა ყველაზე კარგი გადაწყვეტილება, ვიპოვეთ უმაგრესი ბიჭი ზურა მჭედლიშვილი. ზურა, რომელმაც 3 ღამეში დაგვიბრუნა ერთი ერთში ნიკო. ასეთი Cover იქნება ამ თვის Forbes გამოცემაში.
მომავლის ბიჭი ნიკო აქ და ნიკო იქ”, – წერს ნინო ზამბახიძე.