ეს არის ქალაქის შეურაცხყობა – ასე აფასებს გოგი წულაია “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატად იოსებ ხახალეიშვილის დასახელებას.
ოპოზიციაში ფიქრობენ რომ “ქართული ოცნება” ხალხს დასცინის და ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება, რადგან იოსებ ხახალეიშვილი ძალიან სუსტი კანდიდატურააა. მერის საქმიანობას “მთავართან” ასევე აფასებენ სამოქალაქო აქტივისტები.
ხახალეიშვილი არის ყველაზე წარუმატებელი მერის კანდიდატი ქუთაისის ისტორიაში, მან უმეკლეს დროსი თავი დაგვამახსოვრა გადათხირილი გზებით, კორუფციით, ჩავარდნილი პროექტებით. ხახალეიშვილი არის გივი ჭიჭინაძის სუფრების ორგანიზატორი და დაუფასდა ეს ორგანიზება და თამადობა, თუმცა არ აქვს მნიშვენლობა “ქართული ოცნება” მერის კანდიდატად იოსებ ხახალეიშვილის წარადგენს თუ ბიძინა ივანიშვილის, რადგან ამ არჩევნებზე “ქართული ოცნება” განწირულია – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ბექა ქვაჩაკიძემ.
რა თქმა უნდა სუსტი კანდიდატია, არ იცნობს ქალაქი. თითქმის ერთი წელიწადია ქალაქის მერია, არ ჩნება ჟურნალისტებთან, არ ჩნდება ინტელიგენციასთან, არ ჩნდება მოსახლეობასთან. ამის წარდგენით და დასახელებით ეს არის ქალაქის შეურაცხყობა – ამბობს პარტიის “გოგი წულაია ახალი ქრისტიან-დემოკრატები” თავმჯდომარე გოგი წულაია.
უნდა გაგრძელებულიყო დასახელებული, დაგეგმილი და დაპირებული პროექტები, რომლებიც არ გაკეთდა. ეს არის თუნდაც იგივე ისტორიული, რიონის პირა სახლების რეაბილიტირება, ასსაფეხურიანი კიბეების თუ სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესრულება. მე არ მომისმნებია არც ერთ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემაზე მისი განცხადება, ამიტომ ვფიქრობ რომ, როცა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება უჭირს ადამიანს, მას ჩვენ ძალაუფლება არ უნდა ჩავაბაროთ – ამბობს სამოქალაქო აქტივსტი აკაკი საღინაძე.
ცნობითვის, ქუთაისის მოქმედი მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერობის კანდიდატად “ქართულმა ოცნებამ” გუშინ დაასახელა.










