LIVE TV
პარასკევი, ოქტომბერი 17, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ეს არის ურთულესი საკითხი – რას აცხადებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ,,ნამახვანჰესზე”

დაპოსტა 2021/05/25-ში
73
ნახვა
გაზიარება

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით აუდიტი უნდა იყოს გაკეთებული. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ საუბრისას აღნიშნა, ხელისულებამ უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არის ამ ჰესის აშენება ქვეყნისთვის მომგებიანი.

„ჩვენ გვაქვს ამ ჰესთან დაკავშირებით 2 საკითხი, პირველი არის უსაფრთხოების საკითხი. ეს ეხება უსაფრთხოებას, როგორც ბუნების დაცვის თვალსაზრისით და ასევე, ზოგადად, უსაფრთხოებას. მეორე საკითხი არის ეკონომიკური. რაც შეეხება ბუნების დაცვას და ზოგადად, უსაფრთხოების საკითხს, არსებობს სტანდარტიზირებული, სერტიფიცირებული ორგანიზაციები, რომლებიც აკეთებენ ასეთ ჰესებთან დაკავშირებით კვლევას და აუდიტს. ვვარაუდობ, რომ ასეთი აუდიტი აუცილებლად უნდა იყოს დადებული ამ პროექტთან დაკავშირებით. პრინციპში „ნამახვანჰესის“ შესახებ საუბარი მიდის უკვე წლების მანძილზე. მაგალითად, არის ევროკავშირის სერთიფიცირებული ორგანიზაციები, რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობით მუშაობენ, ასეთი ორგანიზაციების მიერ კვლევები უკვე უნდა იყოს გაკეთებული. ვერც დავიჯერებ იმას, რომ ისეთი რეპუტაციის მქონე კომპანიას, როგორიც არის „ენკა“, ასეთი მსხვილი მსხვილი პროექტის მსგავსი კვლევა არ აქვს გაკეთებული. გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით გაკეთებული აუდიტი უნდა იყოს შემადგენელი ნაწილი ამ დოკუმენტაციის, სხვანაირად წარმოიდგინეთ, ვერც სესხს აიღებ საერთაშორისო- საფინანსო ინსტიტუტში, თუ ასეთი საბუთი არ არსებობს და ვერც ისეთი კომპანია წავა ასეთ რისკზე, როგორიც „ენკაა“. ეს საბუთი უნდა არსებობდეს. თუ ეს საბუთი არ არსებობს, დიდი პრობლემაა. რატომ არ ხდება ამის კომუნიკაცია ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო ჯგუფებისთვის, ჩემთვის გაურკვეველია.

მეორე საკითხი არის ეკონომიკური დასაბუთება, რა მოაქვს ამ პროექტს ჩვენი ქვეყნისთვის, რისთვის არის საჭირო. ეს არის ურთულესი საკითხი და აღიშნულთან დაკავშირებით ბევრი სხვადასხვა აზრი უნდა გვქონდეს“, – განაცხადა ქობულიამ.

მისი განმარტებით, აღნიშნული საკითხი ხელისუფლებამ გონივრული გზით უნდა გადაჭრას.

„ვეკითხები მთავრობას, სად არის ამ მთავრობის ეფექტურობა და ქმედითუნარიანობა, რომ ასეთი საკითხი გადაწყვიტოს? რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოებაში ყოველთვის იქნებიან აქტივისტი ჯგუფები, რომლებიც ასეთი ტიპის პროექტების წინააღმდეგ წავლენ. ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა, მაგრამ მთავრობა იმისთვის გვყავს, რომ მას ვენდეთ, მივეცით ხმა, ავირჩიეთ და ამ მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი და წინ წაიყვანოს ქვეყანა განვითარების მხრივ“, – განაცხადა ქობულიამ.

გაზიარება29

დაკავშირებული -პოსტები

ლოცვა, რომელიც 18 ოქტომბერს უნდა წაიკითხოთ

ოქტომბერი 17, 2025
0
მთავარი

18 ოქტომბერს გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეა. ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წავიკითხოთ: ჟამსა ამას უცხოებისა და უპოვარებისა ჩუენისასა, ქრისტე, არა შემეშინოს ჩუენ ბოროტისაგან, რამეთუ შენ, უფალი, ჩუენთანა ხარ, განჰმზადებული ჩუენთჳს ადგილსა...

დაწვრილებითDetails

ასტროლოგებმა ნოემბრის ფავორიტი ნიშნები დაასახელეს

ოქტომბერი 17, 2025
10
მთავარი

ნოემბრის თვის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები: მორიელი ნოემბერი მორიელებისთვის ნამდვილად თავისებური თვეა! ეს არის მათი მზაკვრული და ძლიერი პერიოდები, როდესაც ისინი იყენებენ ნებისმიერ შესაძლებლობას პირადი და პროფესიული მიზნების მისაღწევად. მორიელები მომავალი...

დაწვრილებითDetails

“ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაჯარიმება სამუდამო სასირცხვილო ლაქად დარჩება” – სააკაშვილი

ოქტომბერი 17, 2025
12
მთავარი

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაჯარიმება არა მხოლოდ ვენის კონვენციის ძალიან უხეში დარღვევაა, არამედ სამუდამო სასირცხვილო ლაქად დარჩება საქართველოს ისტორიას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს,...

დაწვრილებითDetails

“ამ ჯერზე ევროპული განათლების სისტემისგან გვთიშავს” – სალომე ზურაბიშვილი კობახიძის განცხადებაზე

ოქტომბერი 17, 2025
17
მთავარი

კობახიძის გუშინდელი განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება! ამ ჯერზე არა მხოლოდ ევროპული პოლიტიკური მომავლისგან, არამედ ევროპულ განათლების სისტემისგან გვთიშავს! - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე...

დაწვრილებითDetails

სიყვარული, ფინანსები, კარიერა, უძრავი ქონების შეძენა – თმის შეჭრის კალენდარი ოქტომბერში

ოქტომბერი 17, 2025
19
მთავარი

17 ოქტომბერი - სჯობს თმის შეჭრა გადადოთ - ეს პროცესი ბოლოებს დაასუსტებს და თმის ცვენას გაზრდის. შეგიძლიათ შეღებოთ მუქ ფერებში, მაგრამ არა ღია ფერებში, წინააღმდეგ შემთხვევაში შეღებვა წარუმატებელი იქნება. 27...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 4 ნიშანი სამყაროსგან მნიშვნელოვან შეტყობინებას მიიღებს – ასტროლოგების პროგნოზი

ოქტომბერი 17, 2025
35
მთავარი

ეს პერიოდი ზოდიაქოს ოთხი ნიშნისთვის ნამდვილად საბედისწერო იქნება. სამყაროს ენერგიები არა მხოლოდ დაბნეულობასა და ილუზიებს, არამედ მნიშვნელოვან შინაგან გამოცხადებებსაც მოიტანს, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ თქვენი აღქმა საკუთარი თავისა და თქვენი გზის...

დაწვრილებითDetails

ავტოავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ოქტომბერი 17, 2025
1.9k
მთავარი

კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ კავთისხევის გზაზე მომხდარ ავტოავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს....

დაწვრილებითDetails

“სამართალდამრღვევი დაჯარიმდება 500 ლარით”- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 17, 2025
116
მთავარი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.   შემოდგომაზე, საკარმიდამო ეზოს დასუფთავების დროს ფოთლების დაწვა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, დღემდე რჩება მავნე პრაქტიკად.ფოთლების წვის დროს გამოყოფილი კვამლი შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებას, რომელიც არა მხოლოდ...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 47 პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

ოქტომბერი 17, 2025
21
მთავარი

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 47 პირს ბრალდება წარუდგინა. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული...

დაწვრილებითDetails

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ოქტომბერი 17, 2025
886
მთავარი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო - ზემო სვანეთის განყოფილება, მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის, მურთაზ ხასიას უეცარი გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს. „ბატონი მურთაზი წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურა როგორც...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».