ვოლოდიმირ ზელენსკი 128-ე ბრიგადაზე მიტანილ სარაკეტო შეტევას გამოეხმაურა.
“ვუსამძიმრებ დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს და ახლობლებს. ეს არის ტრაგედია, რომლის აცილება შესაძლებელი იყო.
თავდაცვის მინისტრმა უმეროვმა მომახსენა იმ ზომების შესახებ, რომლებიც მომხდარი გარემოებების გასარკვევად ტარდება, უნდა გავიგოთ ვის მიერ, რა ბრძანება იყო გაცემული. დაწყებულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს შესაბამისი გამოძიება.
მთავარია – დადგინდეს სრული სიმართლე მომხდარის შესახებ და მსგავსი რამ აღარ განმეორდეს”. – ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.










