ია ჟორჟოლიანი ქუთაისის #29 -ე ბაღის ყოფილ შენობაში არსებულ მდგომარეობას გვაცნობს. ბაღის შენობა უკვე რამდენიმე წელია მიტოვებული და გავერანებულია. ბავშვები კი ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანებამ არსებულის რეაბილიტაციის დაპირებით სასწავლებლად კერძო სახლში გადაიყვანა, რისთვისაც ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 2 500 ლარს იხდიან. ბაღის შენობის რეაბილიტაციას და მისთვის ძველი ფუნქციის დაბრუნებას ითხოვენ მოქაალაქეები. ისინი ამ საჭიროების პრაქტიკულ მიზეზებზე საუბრობენ და პასუხს ხელისუფლებისაგან ითხოვენ.
დამეწყრილი ღვერკი-ხემაღალის მოსახლეობამ სასამართლოსა და პროკურატურას მიმართა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო სასამართლოსა და გენერალურ პროკურატურაში სარჩელები შეიტანეს. ინფორმაციას გამოცემა "ჩემი ხარაგაული" ავრცელებს. როგორც ერთ-ერთი მოსარჩელე, მარადი გელაშვილი ამბობს, დაზარალებულები ასაჩივრებენ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 2026...









