LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ეს არის გლობალური შოკი, ეს არის შოკი ჩვენი ბაზრისთვის  – ნათია თურნავა პროდუქტებზე ფასების მომატებაზე

ეს არის გლობალური შოკი, ეს არის შოკი ჩვენი ბაზრისთვის – ნათია თურნავა პროდუქტებზე ფასების მომატებაზე

დაპოსტა 2020/05/01-ში
A A
89
ნახვა
გაზიარება

ეს არის გლობალური შოკი, ეს არის შოკი ჩვენი ბაზრისთვის და აქედან გამომდინარე, ფასების რყევაც ამით არის განპირობებული, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, რატომ მოიმატა ქვეყანაში პროდუქტებზე ფასებმა და რა გეგმა არსებობს ამ პრობლემის მოგვარებისათვის.

მინისტრის თქმით, ფასების ზრდას სხვადასხვა გამომწვევი მიზეზები აქვს.

„ძალიან მტკივნეული შეკითხვაა, მტკივნეული პროცესია. რა თქმა უნდა, ამ გლობალურ გამოწვევას არ შეეძლო ჩაევლო ისე, რომ ეს ჩვენს ბაზარს არ დატყობოდა და მათ შორის, სამომხმარებლო ფასებსაც. ამას სხვადასხვა გამომწვევი მიზეზები აქვს, მათ შორის, ეროვნულ ვალუტასთან და მის კურსთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ასევე გამოწვეულია ამ გლობალური კრიზით, რადგან პირველი, რაც მოხდა შემცირდა სავალუტო შემოდინებები და ის ინდუსტრიები, როგორიც არის ტურიზმი, ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიები შენელდა და შეჩერდა.

შესაბამისად, შეჩერდა სავალუტო შემოდინებები, მათ შორის, იმ ადამიანების მხრიდანაც, ვინც საზღვარგარეთ არის წასული და აქ რიცხავდა საკუთარი შრომის ნაყოფს და ძალიან დიდი შემოსავალი აქედან შემოდიოდა. თუმცა, არა მარტო. ეს არის გლობალური შოკი, ეს არის შოკი ჩვენი ბაზრისთვის და აქედან გამომდინარე, ფასების რყევაც ამით არის განპირობებული. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ჩვენ გადავლახავთ კრიზისს, რა თქმა უნდა, სტაბილიზაცია მოხდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, 2021 წელს, არსებობს ყველა წინა პირობა იმისა, რომ ინფლაცია დაუბრუნდეს ე.წ. მიზნობრივ ნიშნულს , ანუ საკმაოდ დაბალი იყოს – 3%.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მთავარი პროდუქციის ფასების მერყეობა დაგვეზღვია. იცით, რომ ეს პროგრამა არსებობს. 9 ძირითადი სასაქონლო საკვები პროდუქტი, რომლიც მომხმარებელთა კალათის დიდ ნაწილს შეადგენს, სპეციალური პროგრამის ფარგლებში არის, მასზე ფასების ზრდა დაზღვეულია.

ისევ ვამბობ, ეს არის კრიზისი და კრიზისს აქვს თავისი გამოხატულებები. ვერანაირად ვიტყვით იმას, რომ ეს უმტკივნეულოდ ჩაივლის და აქედან გამომდინარე, ფასებზე ნეგატიური ზემოქმედება ერთ-ერთი გამოვლინებაა ამ ეკონომიკური კრიზისის“, – განაცხადა თურნავამ.

გაზიარება37

დაკავშირებული -პოსტები

თავის ტვინის ანევრიზმის სკრინინგი ქუთაისში

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
თავის ტვინის ანევრიზმის სკრინინგი ქუთაისში
მთავარი

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი 28 მარტს, 25 აპრილს და 30 მაისს, მოსახლეობას სთავაზობს თავის ტვინის ანევრიზმის MRI სკრინინგს — თანამედროვე, მაღალი სიზუსტის  აპარატურით, რაც კვლევის სანდოობას, ხარისხს და  სიცოცხლისთვის საშიში...

დაწვრილებითDetails

იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
წუწუნით და თხოვნებითაც დავიღალეთ – რატომ იხურება რძის მწარმოებელი კომპანია „შირაქი”
მთავარი

იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. "სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს  სააგენტოს კახეთის, იმერეთისა და აჭარის...

დაწვრილებითDetails

“გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
არ მიმატოვოთ ბრძოლაში მარტო!  მიჭირს! უსაშველოდ მიჭირს! – მოკლული მასწავლებლის დედა მიმართვას ავრცელებს
მთავარი

მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მიმართავს ავრცელებს. “გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა. ძალიან მოკლედ ვიტყვი; უახლესიდან დავიწყებ. სავარაუდოდ, ჩემი “ფეისბუქი” მალე...

დაწვრილებითDetails

მოქალაქეები სიონის ტაძარში ილია მეორის საფლავზე დილიდან მიდიან

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
მოქალაქეები სიონის ტაძარში ილია მეორის საფლავზე დილიდან მიდიან
მთავარი

სიონის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საფლავზე, მრევლი პატივის მისაგებად დილიდან მიდის. სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურის, თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანის, გიორგი ვაშალომიძის ინფორმაციით, ტაძარი დილიდან, საღამოს 20:00 საათამდე...

დაწვრილებითDetails

ნიუ-იორკის აეროპორტში თვითმფრინავი მანქანას შეეჯახა

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
ნიუ-იორკის აეროპორტში თვითმფრინავი მანქანას შეეჯახა
მთავარი

ნიუ-იორკის ლა-გუარდიას აეროპორტში ავარია მოხდა. ავიაკომპანია Air Canada-ს კუთვნილი Bombardier-ის ტიპის თვითმფრინავი, დაფრენის შემდეგ აეროპორტის სამსახურეობრივ მანქანას შეეჯახა. The New York Post-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ მცირე 2 მეხანძრე მძიმედ დაშავდა....

დაწვრილებითDetails

უბედურ შემთხვევას 4 წლის გოგონა ემსხვერპლა

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მომხდარ უბედურ შემთხვევას 4 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. მცირეწლოვანს კარადა დაეცა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლით. (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით). წყარო: პრაიმტაიმი

დაწვრილებითDetails

სამხრეთ კორეაში დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
სამხრეთ კორეაში დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს
მთავარი

ტეხასის უნივერსიტეტისა და კორეის კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა დინოზავრის ახალი სახეობის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს. აღმოჩენა ეფუძნება ნამარხს, რომელიც 3 წლის წინ კუნძულ აპჰეზე იპოვეს. თავდაპირველად მეცნიერებს ის მყარი ქანის ნატეხი ეგონათ,...

დაწვრილებითDetails

წყალი 9 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
როდის აღდგება ქუთაისში წყალმომარაგება ?
მთავარი

დღეს, 3/23/2026 ჩუღურეთის რაიონში, ხეხილ-სანერგე მეურნეობა, ელისო ჭიპაშვილის ქ. N11-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 3/23/2026 11:00 დან 3/23/2026 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ივერთუბნის დასახლებას (ხეხილ-სანერგე მეურნეობა),...

დაწვრილებითDetails

სკუტერი ქვეითს დაეჯახა- მძღოლი ადგილიდან მიიმალა

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

თელავში სკუტერი ქვეითს დაეჯახა. შეჯახება რეფერალური ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, სკუტერი ქვეითად მოსიარულე ქალს ზურგის მხრიდან შეეჯახა. შემთხვევის შემდეგ, მძღოლი მიიმალა. დაშავებული კი ზედა კიდურის მოტეხილობითა და სხეულის სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

ილია II-ს დღეს დაკრძალავენ

by მეგა TV
მარტი 22, 2026
0
“ისე შემხვდა, თითქოს წლებია მიცნობდა” – ირაკლი ჟვანია პატრიარქთან შეხვედრას იხსენებს
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დღეს დაკრძალავენ.   დაკრძალვის დღესთან დაკავშირებული სამზადისი სამებაში უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს, მათ შორის ეწყობა როგორც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"