“აქტიურად მიმდინარეობს ბავშვების გადაბირების პროცესი, რომ პანსიონატი დაატოვებინონ. რატომ სჭირდებათ ეს, რატომ აწყობთ?! ჩვენ ამაზე ვფიქრობთ და ჩვენ პასუხი ცალსახად გვაქვს, პირველი ის, რომ ნინოწმინდაში ქართული ელემენტი, ქართული გენი, ქართული მენტალიტეტი აღარ იყოს. მეორე ის, რომ არ უნდათ რომ ბავშვები ეკლესიაში იზრდებიან, იმიტომ, რომ მაშინ თავიანთ იდეოლოგიას, რომელიც არის გენდერული თეორია და მასიური სოდომიზაციის თეორია, რომელსაც ისინი აპირებენ და ფაქტიურად მთელ მსოფლიოში უკვე თითქმის გაკეთებული აქვთ, უნდათ, რომ საქართველოში ეს დაამკვიდრონ.
ჩვენ უარი ვუთხარით ლომჯარიას იმის გამო, რომ ის აქტიურ ლგბტ პროპაგანდას აწარმოებდა, სოდომურ პროპაგანდას, ეხლა შევიდა UNICEF და World Vision, ესენი უარესი თუ არა, არაფრით უკეთესები არ არიან ლომჯარიას სამსახურზე, ესენი ლგბტ პროპაგანდისტები არიან უკვე მსოფლიოს მასშტაბით, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია და მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ამის”, – თქვა მეუფე სპირიდონმა.
მეუფე სპირიდონი ამბობს, რომ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს და ყველას მოუწოდებს “ძალიან მტკიცედ დადგნენ”