„მაშინ როცა ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაციისათის ქუთაისის მერიამ 1 600 000 ლარი გამოყო, შენობების ფასადების მოწესრიგებისათის მხოლოდ 11 000 ლარი გაიმეტა. ეს არის უზნეობის მწვერვალი“- განაცხადა გოგი წულაიამ. „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა ქუთაისის მერიის წინ ბრიფინგი გამართა და ადგილობრივი თვითმმართველობა ბიუჯეტის არაგონივრულ ხარჯვაში დაადანაშაულა.
გოგი წუალაიას ბრალდებებს ქუთაისის მერიაში გამოეხმაურნენ. ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის პეტრე ადამაძის თქმით. ადმინისტრაციული ერთეულების შენობების რეაბილიტაცია მართლაც დაგეგმილია , თუმცა არა 1 600 000 -ად , არამედ 225 000 ლარად , ხოლო აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების თერაპიაზე 741 000 ლარი იხარჯება.