ერმილე ნემსაძე – საზოგადოებრივი მოძრაობის „ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში
დაიბადა 1985 წლის 8 ნოემბერს ქ. ქუთაისში.
1991-2000 წლებში სწავლობდა ქუთაისის 23-ე საშუალო სკოლაში. 2000 – 2001 წლებში ქუთაისის ეკონომიურ ლიცეუმში.
2001 – 2002 წლებში ქუთაისის სამხედრო ლიცეუმში. 2002 წელს ჩაირიცხა ქუთაისის საინჟინრო ინსტიტუტში, ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტზე, უფასო სექტორზე.
2006 წელს დაამთავრა წარჩინებით. 2005 – 2010 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მე-12 მსუბუქ ქვეით ბატალიონში. მიღებული აქვს მონაწილეობა ერაყის საერთაშორისო სამხედრო მისიაში და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.
2017 წლიდან არის საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” წევრი. 2020 წლის პოლიტიკური პარტია “ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის” დამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრი. დაუოჯახებელი.
ჩვენი „ქართული მარში-ეროვნული მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა ნიშნავს!!
ქვეყანაში არსებული უსამართლობის, უზნეობის, შიმშილის და გაჭირვების დასრულებას და სამართლიანობის, ეროვნული ცნობიერების, სულიერი სიმშვიდის და ღირსეული ცხოვრების დასაწყის საქართველოში.
ჩემი შესვლა პარლამენტში კი ქუთაისისთვის და ქუთაისლებისთვის ნიშნავს, რომ პარლამენტში ეყოლებათ ერთგული მეგობარი, რომელიც არასდროს არ მიატოვებს და ყოველთვის იქნება მათ გვერდით. ქუთაისი კი დაიბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას იყოს ქვეყნის კულტურული, საგანმანათლებლო ცენტრი და სამშობლოს გამთლიანების ქალაქი.