LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ერთ ღამეში ამ ოჯახში 17 ადამიანი მოკლეს

ერთ ღამეში ამ ოჯახში 17 ადამიანი მოკლეს

დაპოსტა 2021/03/03-ში
A A
206
ნახვა
გაზიარება

სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში დღესაც დგას სახლი, რომლის კედლებიც დიდი ტრაგედიის მომსწრეა. ერთ ღამეში ამ ოჯახში 17 ადამიანი მოკლეს.

ტრაგიკულ ამბავს ჯენერი ელაშვილი გვიყვება. ის იმ ღამით შემთხვევით გადარჩენილი ბესო ელაშვილის ვაჟია. ბესო მაშინ 10 წლის იყო და სხვა სოფელში, მამიდას სტუმრობდა. ცოცხალიც ამიტომ გადარჩა.

ტიტიკო (ტიტა) ელაშვილი ობლობაში იყო გაზრდილი. მამა ადრე დაეღუპა და დედამ გერად მიიყვანა მეორე ქმართან. როცა ტიტია წამოიზარდა, ვინმე გულბაათ ქართველიშვილს მიაბარეს შეგირდად, რომელსაც მისთვის ცხვრის ტყავების გამოყვანა,დამუშავება და ტყაპუჭების შეკერვა უსწავლებია.

ტიტა ნიჭიერი შეგირდი აღმოჩნდა და ხელობას ისე მალე დაეუფლა, რომ ცოტა ხანში მთელ ქიზიყში გაითქვა კარგი მეტყავის სახელი. ხელობის გამო მას მეტყავე ტიტა შეარქვეს, ოჯახს კი – მეტყავიანთ ოჯახი.

ტიტა მართაზე დაქორწინდა და 8 შვილი შეეძინათ – 6 ვაჟი და 2 გოგონა. მათი ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი გახლდათ… ქალიშვილები გაათხოვა, ერთი ვაჟი მოუკვდა. ტიტა 5 ვაჟთან და მათ ოჯახებთან (28 სული) ერთად საკმაოდ დიდი სახლში ცხოვრობდა. შეკრული ოჯახი ჰქონდათ. საქმე განაწილებული იყო. ყველამ იცოდა, რა უნდა ეკეთებინა. თან ერთი დაუწერელი კანონი ჰქონდათ: ოჯახის ყველა შრომისუნარიან წევრს უნდა ეშრომა. მამის სურვილი იყო, რომ შვილები არ დაქსაქსულიყვნენ და ერთად ყოფილიყვნენ. ამიტომ ცხოვრობდნენ ერთად. გაყოფილი არაფერი ჰქონდათ – საერთო დოვლათს ქმნიდნენ. ამიტომაც იყო, რომ საკმაოდ წელგამართულად ცხოვრობდნენ და ელაშვილების ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი იყო.

1921 წლის თებერვალში საქართველოში რუსული მე-11 არმია შემოვიდა და ქვეყნის გასაბჭოება მოხდა. რუსი სამხედროები თავნებობდნენ, მოსახლეობას ავიწროებდნენ. სწორედ იმის გამო, რომ არავის შეეწუხებინა, ერთ-ერთი რუსი ოფიცერი, ვინმე პეჩინსკი მეტყავიანთ ოჯახმა ნათლიად მოიკიდა.

ერთხელ ახლობლებმა მეტყავიანთ ოჯახს გოჭი აჩუქა. ამათ აბარტყეს და ერთი გოჭი დიდ კოლტად აქციეს.

ერთ კვირა დღეს ბოდბისხევის ბაზარში 300 ღორი გაყიდეს. აღებული ფულით ტომარა გაავსეს, ურემზე შეაგდეს და შინისაკენ გასწიეს. ვინმე მჭედლიშვილს დაუნახავს, ტომარა ფულით რომ გაავსეს.

– სად მიდიხართ და რა მიგაქვთო? – უკითხავს.

ამათაც ალალად უპასუხიათ, – ღორები გავყიდეთ და ფული მიგვაქვსო. შემდეგ ეს კაცი შინ დაპატიჟეს და აქეიფეს კიდეც.

დიდძალი ფულის ხელში ჩაგდების სურვილმა შეიპყრო მჭედლიშვილი. წითელწყაროში, ნაწილში მივიდა და ელაშვილების ოჯახის ნათლიის ძმას მოახსენა, – დიდძალი ფულის შოვნა შემიძლია, მაგრამ ხალხი მჭირდება, რადგან ოჯახში ბევრნი არიან და შესაძლოა, წინააღმდეგობა გაგვიწიონო.

20 დეკემბერს, ორღობეში ჯუგაანელი ილა დოლაშვილი გამოჩნდა, რომელიც შინისაკენ მიიჩქაროდა. ყაჩაღებმა ილა გააჩერეს და უთხრეს:

– მეტყავიანთას მიდი და გააფრთხილე, რომ თუ რამე იარაღი აქვთ, გადამალონ, თორემ ბოლშევიკები მიდიან შემოწმებაზე და თუ იარაღს აღმოუჩენენ, გააციმბირებენო.

ეს იმისთვის დასჭირდათ, რომ წინააღმდეგობა ვერ გაეწიათ ელაშვილებს.

ილა დოლაშვილი მეტყავიანთას მივიდა და დანაბარები სოსიასა და ნიკოს გადასცა. იმათაც მოაგროვეს, თუ რამ იარაღი ჰქონდათ და ამბარში ჩაყრილ ხორბალში გადამალეს.

ამასობაში თავდამსხმელებიც მოვიდნენ და ოჯახის ყველა წევრი, დიდი თუ პატარა, ერთ ოთახში მოამწყვდიეს.

ყაჩაღებმა პირველ რიგში ფული და ძვირფასი ნივთები მოითხოვეს. ქალებს სამკაულები მოახსნევინეს და ფულის ძებნა დაიწყეს. ალბათ იფიქრეს, რომ ტომრით მოტანილ ფულს ბალიშებში გადამალავდნენ და მათ დაჭრა-დახევას მიჰყვეს ხელი. სწორედ ამ დროს, ოჯახის უფროსმა დიასალისმა, მართა ბებიამ (ტიტას ცოლი) საუბედუროდ მძარცველთა შორის ნათლიის ძმა ამოიცნო და დაანამუსა, – რატომ არა გრცხვენია, ჩვენი ნათლიის ძმა არა ხარ? რატომ გვძარცვავო?

პეჩინსკის შეეშინდა და გასცა განკარგულება, – ერთიანად თუ არ ამოვხოცეთ, ციხეში ჩაგვყრიანო. არყით შეზარხოშებულ კავალერისტებს ბრძანების გამეორება არ დასჭირვებიათ…

დილით ჯუგაანში საშინელი ამბავი გავრცელდა მეტყავიანთ ამოხოცილი ოჯახის შესახებ. მთელი სოფელი მიაწყდა მათ სახლს. ვინც შიგნით შეღწევა მოახერხა, შეძრწუნებული გამოდიოდა. სახლის ორივე სართულზე, ოთახებში სისხლის გუბეები იდგა და იატაკზე მიმოყრილი იყო ტყვიით დახოცილთა და ხმლებით აჩეხილთა გვამები. იმ ღამით 17 ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს.

ამ არადაამიანურ ხოცვა-ჟლეტას გადაურჩა სოსიას ვაჟიშვილი – გოგია, რომელიც ბუხარში დაიმალა; 6 თვის თამარი, რომელიც აკვანში იწვა; აკვანი გადაბრუნებულიყო და მომხდურებს შეუმჩნეველი დარჩათ; ანდრიას გოგონა – ელო და მეტყავიანთ ოჯახში აღსაზრდელად აყვანილი ობოლი ელენე, რომლებიც ანდრიას მეუღლემ, ანამ კაბის კალთის ქვეშ დამალა და სიკვდილს ასე გადაარჩინა. თუმცა, მათ მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღეს და რამდენიმე ხნის შემდეგ საშინელი ტანჯვით დაიღუპნენ. ასევე ცოცხალი გადარჩა თვითონ ტიტა, რომელიც იმ დროს უკვე ღრმად მოხუცი იყო, უსინათლო გახლდათ და არც სიარული შეეძლო. ის ქვედა სართულზე იწვა და არც გაუგონია, მის ოჯახში რა ხდებოდა. 28-სულიანი ოჯახიდან მხოლოდ 11 დარჩა ცოცხალი. ისინიც იმიტომ, რომ ამ დროს შინ არ იყვნენ.

ერთ დღეს, სიკო რამდენიმე მილიციელთან ერთად წითელწყაროში წავიდა. სამოქალაქო ფორმაში გადაცმულები იმ რესტორანში შევიდნენ, სადაც წითელარმიელები იკრიბებოდნენ ხოლმე. რამდენიმე კავალერისტი მაგიდას მისჯდომოდა და ლაპარაკობდა. სიკო და მისი თანმხლებნი კი გვერდითა მაგიდას მიუსხდნენ და ყური მიუგდეს.

ეჭვმიტანილებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ უცხო ადამიანები და მაგიდასთან მიიწვიეს, რომ მათი ვინაობა გაეგოთ, მაგრამ სიკომ და მისმა თანამესუფრეებმა ქართულად უპასუხეს, – რუსული არ ვიცით და რას გვეუბნებით, ვერ გაგვიგიაო.

კავალერისტები დამშვიდდნენ და თამამად ალაპარაკდნენ. ერთმა თქვა, – ტყუილად ამოვხოცეთ იმდენი ადამიანი, ფული ვერ წამოვიღეთო.
ზურიაშვილისთვის ეს საკმარისი მტკიცებულება იყო. ზემდგომ ორგანოებთან შეთანხმების გარეშე, იქვე დააპატიმრა კავალერისტები და სასწრაფოდ სიღნაღში წამოიყვანა.

როცა სამხედრო ნაწილში ჯარისკაცების დაპატიმრების შესახებ გაიგეს, ყველაფერი უკვე გვიანი იყო. დამნაშავეებს ჩადენილი დანაშაული ნაღიარები ჰქონდათ და დანარჩენი მონაწილეების გვარებიც – დასახელებული.

სიკო ზურიაშვილი თვითნებობისთვის დასაჯეს – ორგანოდან დაითხოვეს და კარგა ხანს უმუშევრად დატოვეს. უფრო მკაცრი სასჯელი ვერ გამოუტანეს, რადგან ბოროტმოქმედებაში მხილებული კავალერისტების საქმე დამთავრებული იყო.

თუმცა, საბჭოთა სასამართლო დამნაშავეთა დასჯას აჭიანურებდა და გახსნილი საქმე კიდევ დიდხანს იდო უმაღლეს სასამართლოში.
როცა მეტყავიანთ ოჯახში ცოცხლად დარჩენილ ძმებს მოთმინების ფიალა აევსოთ, თბილისში ჩავიდნენ და უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეს მიაკითხეს.

ერთ-ერთმა მას მაგიდაზე დაღუპულ ოჯახის წევრთა კუბოების ფოტოსურათი და კავალერისტის მიერ, ძმის მოჩეხილი მტევანი დაუდო, რომელიც შენახული ჰქონია და ქიზიყური პირდაპირობით შეეკითხა: – თქვე გამჩენძაღლებო, ამის გამკეთებლებს ხელს რატომ აფარებთო?

სასამართლოს თავმჯდომარემ მიხაკოს პირდაპირობა ჯერ შეურაცხყოფად მიიღო და გაიფიქრა, – ჭკუას ვასწავლი ამ გაუთლელ ქიზიყელებსო, მაგრამ ამდენი გარდაცვლილის ჭირისუფალს ვეღარაფერი გაუბედა და დაჰპირდა, – დამნაშავეებს მალე დავსჯითო.

მეტყავიანთ ოჯახის მხეცური ხოცვა-ჟლეტის მონაწილეთა სასამართლო პროცესი 2 წლის შემდეგ, სიღნაღში შედგა და 3 დღეს გრძელდებოდა. უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის განაჩენით, დახვრეტა მიესაჯა პეჩინსკის და ექვს წითელარმიელს. მჭედლიშვილს (ვინც „ნაკოლი“ მისცა კავალერისტებს) და დოლაშვილს (ყაჩაღების მიერ გაგზავნილი კაცი, რომელმაც იარაღი გადაამალვინა) 10-10 წლით პატიმრობა აკმარეს. სამი წითელარმიელი კი მეთაურთა დახმარებით რუსეთში გაიქცა და სასჯელს თავი აარიდა.

სიკვდილმისჯილები 2 დღის შემდეგ, სიღნაღის გალავანთან, სახალხოდ დახვრიტეს. როგორც ამბობენ, დახვრეტას მეტყავიანთ ოჯახის წევრები და ჯუგაანის მცხოვრებნი ესწრებოდნენ

გაზიარება82

დაკავშირებული -პოსტები

ავტოქარხანაში ახალგაზრდა ქალი მე -5 სართულიდან გადმოვარდა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 26, 2026
0
10-მდე ახალგაზრდა დიღმის მასივში ერთმანეთს დაუპირისპირდა_სისხლიანი გარჩევა თბილისში
მთავარი

ავტოქარხანაში ბეტონთან მე -5 სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა და დაიღუპა. ადგილობრივების თქმით ქალს შესაძლოა ფსიქოლოგიური პრობლემები ქონოდა.

დაწვრილებითDetails

„ქუთაისქალაქობა 2026″-ის ორგანიზებისათვის მერია ტენდერს აცხადებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 26, 2026
0
„ქუთაისქალაქობა 2026″-ის ორგანიზებისათვის მერია ტენდერს აცხადებს
მთავარი

ქუთაისქალაქობა 2026-ის ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 250 000 ლარია. წინადადებების მიღება 30 მარტს სრულდება  დოკუმენტის მიხედვით, ღონისძიება 2026 წლის 2 მაისს ქალაქის ცენტრალურ მოედანსა და ცენტრალურ...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში მწვანე ნარჩენების მართვისთვის კომპოსტირების საწარმო იქმნება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 26, 2026
0
წყალტუბოში მწვანე ნარჩენების მართვისთვის კომპოსტირების საწარმო იქმნება
მთავარი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (2160 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 29.07.35.068) მწვანე ნარჩენების მართვის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს კომპოსტირების საწარმოს მოწყობას, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იმუშავებს და ხელს...

დაწვრილებითDetails

საწვავი კიდევ გაძვირდა

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
მთავრობას საწვავი გაუიაფდა – რამდენად იყიდის 1 ლიტრს
მთავარი

საქართველოში საწვავი ისევ ძვირდება. ბოლო ორ კვირაში ფასი 5-დან 50 თეთრამდეც კი გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები შეფერხებულია. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ნავთობის...

დაწვრილებითDetails

რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროს ფასი სტაბილურ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 425 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 2.63%-ით კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 27 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7066 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7066 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7075 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

პროკურატურა შეუვალი იქნება – გიგა ავალიანის საქმის პროკურორი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 26, 2026
0
პროკურატურა შეუვალი იქნება – გიგა ავალიანის საქმის პროკურორი
მთავარი

ჩვენს მიერ გამოძიებული საქმე არის საფუძველი, მომავალში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგომად , - ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ განაცხადა. მისი თქმით, გარდაცვლილი მასწავლებლის დედამ, მოსამართლესთან მკაცრი პოზიცია...

დაწვრილებითDetails

“აღდგომის შემდეგ საქონლის ხორცი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს”- ბექა გონაშვილი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 26, 2026
0
“აღდგომის შემდეგ საქონლის ხორცი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს”-  ბექა გონაშვილი
მთავარი

„საქონლის ხორცზე ფასების ზრდა უფრო მეტად აღდგომის შემდეგაა მოსალოდნელი“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“„აგროქიზიყის“ დამფუძნებელმა ბექა გონაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ფასზე ზეგავლენას ქვეყანაში არსებული ნედლეულის დეფიციტი...

დაწვრილებითDetails

ანა ჯაფარიძე პარა ტაეკვონდოში თურქეთის ღია ტურნირის გამარჯვებულია

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
ანა ჯაფარიძე პარა ტაეკვონდოში თურქეთის ღია ტურნირის გამარჯვებულია
მთავარი

საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრების წარმატება თურქეთის ღია სარეიტინგო ტურნირზე. ანა ჯაფარიძე(-52კგ) ტურნირის გამარჯვებულია , მან ფინალში მოქმედი პარალიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ჯამში ქართველებმა ტურნირზე სამი მედალი მოიპოვეს....

დაწვრილებითDetails

თქვენი ბოროტი საქციელის გამო, ვერ დავემშვიდობე ჩემს უწმინდესს- პაატა ბურჭულაძე

by თამარა ქავთარაძე
მარტი 26, 2026
0
მთავარი

თუ თქვენი მიზანი იყო ჩემთვის ტკივილის მოყენება, გილოცავთ, თქვენ ამას მიაღწიეთ – ამ სიტყვებით მიმარტა სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ საქმის პროკურორებს. ყოველდღე ველოდები, რომ მორჩება ეს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"