ყაზახეთის ქალაქ შჩუჩინსკის ერთ-ერთ კაფეში აფეთქება მოხდა.
უცხოური მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანია დაღუპული, 19 პირი კი დაშავებული.
დაშავებულთა შორის 16 წლის მოზარდია, 13 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის რეზერვუარიდან გაჟონვამ განაპირობა.










