დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში მცხოვრები 28 და 35 წლის მამაკაცები შენგელი ბარამაშვილი და გოგიტა თარაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალნენ. გაზეთ „შირაქის“ ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილი, რომელიც შენგელი ბარამაშვილს ეკუთვნოდა და თავადვე მართავდა, 26 ნოემბერს ღამით ლაგოდეხის გზაზე, სავარაუდოდ სავალი ნაწილიდან მოცურდა და ხეს შეეჯახა. ავტომანქანაში სიძე-ცოლისძმის გარდა სხვა მგზავრი არ ყოფილა.
როგორც თვითმხილველები განმარტავენ, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს მამაკაცები საავადმყოფოში აღარ გადაუყვანია, რადგან ორივე მათგანის სიკვდილი ადგილზე დაფიქსირდა.
წვიმისა და ნისლის გამო გუშინ მთელი დღის განმავლობაში გაზრდილი იყო ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი. მეზობელ რაიონებში ცენტრალურ მაგისტრალებზე ოცზე მეტი ავტოავარიის შემთხვევა დაფიქსირდა.
მირზაანში ამბობენ, რომ ორივე გარდაცვლს მეუღლე და ორ-ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.