წუხელ პეკინის გამზირზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. როგორც სოციალურ ქსელში გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს” წერს, შემთხვევა პეკინისა და ყაზბეგის გამზირის კვეთაზე მოხდა.
როგორც კომენტარებში თვითმხილველები წერენ, ერთ-ერთ მანქანაში ორსული ქალი იმყოფებოდა.
საბედნიეროდ, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.










