როგორც ცნობილია, გუშინ გელათის სამონასტრო კომპლექსში ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა. ამის შესახებ გუშინ სოციალურ ქსელში თორნიკე ბარათაშვილი წერდა. “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი კიდევ ერთხელ ეხმაურება “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნის ვიზიტს ისოტორულ სამონასტრო კომპლექსში, რომელიც რამდენიმე წელია სავალალო მდგომარეობაშია.
“2020 წლის ზაფხულიდან საზოგადოებას გელათის კატასტროფაზე ვუყვებით.
ამ დროის მანძილზე 3 პრემიერი გამოიცვალა ბიძინამ:გახარია,ღარიბაშვილი,კობახიძე.გახარიასთვის გელათი, როგორც პრობლემა არ არსებობდა,მაშინ ჯერ კიდევ უარყოფდნენ მდგომარეობის სიმძიმეს- პირიქით, ხანგრძლივი “რეაბილიტაციის” დასრულებით ამაყობდნენ.ერთხელ, 3 წლის თავზე, 2023 წლის ზაფხულში იყო ღარიბაშვილი კომიტეტის წარსადგენად-აწი ყველაფერი კარგად იქნებაო.იპოზიორა,წავიდა,აღარ გამოჩენილა..თანამდებობა არასდროს აკლდა, თუმცა, კობახიძე პირველად გუშინ ესტუმრა გელათს, რომელსაც 10 წლის მანძილზე ანადგურებენ:2015 დან 2020 მდე ე.წ. რესტავრაციის, სინამდვილეში- უცოდინარობის და გულგრილობის ფაზაა.2020 დან დღემდე -პარტიული პოლიტიკით თავის დაძვრენის მისი ბედის გარისკვის ფასად, ანუ- ღალატის ფაზა!საბოლოო შედეგი ისეთია, ერთი ფოტოც ვერ დადო გუშინ კობახიძემ გელათიდან.
რამ შეუშალა ხელი?!” – წერს სოციალურ ქსელში “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი.