„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება და ხმის მიცემა 28 იანვარს, დილის 10:00 საათზე დაიწყო.
პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი: მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია; ლევან ხაბეიშვილი; ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძვიან.
პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის კობა ნაყოფიას ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულთა რიცხვი დაახლოებით, 50 000 ადამიანს შეადგენს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპრტიული არჩევნები 30 იანვარს დილის 10:00 საათზე დასრულდება. კობა ნაყოფია ვარაუდობს, რომ 30 იანვრის, 12:00 საათისთვის საზოგადოებისთვის შედეგები ცნობილი იქნება.