LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ ქართველებმა და ვერც ერთი მტერი ვერ დაგვამარცხებს”-მეუფე იაკობის ქადაგება 09.01.2024

,,ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ ქართველებმა და ვერც ერთი მტერი ვერ დაგვამარცხებს”-მეუფე იაკობის ქადაგება 09.01.2024

დაპოსტა 2024/01/10-ში
A A
40
ნახვა
გაზიარება

,,სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ჩვენთან არს ღმერთი

-არს და იყოს!

ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ, სულიწმინდის მადლით აღგავსოთ. ყველას გილოცავთ ჩვენთვის ძალიან სასიხარულო დღეს! სტეფანე ხირსელი და სტეფანე პირველდიაკონი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, საქართველოში, მაგრამ ქიზიყის ამ ლამაზ ადგილას უფრო განსაკუთრებით.  მათი ლოცვა კურთხევა არ მოგკლებოდეთ არც თქვენ და არც სრულიად საქართველოს.

ღმერთს ყველა უყვარს, საქართველოც შეიყვარა და იცით, რომ ღვთისმშობელს ხვდა წილად, ექადაგა საქართველოში   და  გამოაგზავნა ანდრია პირველწოდებული. შემდეგ ვიცით, რომ ჩვენი განმანათლებელი არის წმ. ნინო.

ეს, ის პერიოდია, როდესაც  ასურელი მამები  ჩამოვიდნენ. მოწყალე უფალმა დაგვასაჩუქრა იმით, რომ იოანე ზედაზნელი თავის მოწაფეებთან ერთად ჩამობრძანდა და საქართველოში ახალი სულიერი აღმავლობა დაიწყო.

მას შემდეგ, იცით,  ხან რომელი მტარვალი შემოიჭრებოდა, ხან ვინ დაგვიპყრობდა და ხან ვინ, მაგრამ ქართველ კაცს თავისუფლება არასოდეს დაუკარგავს. ქართველი ადამიანი ყოველთვის ცდილობდა, რომ ძლიერი ფესვები ჰქონოდა თავის სამშობლოში, ანუ საქართველოში.

და შევთხოვ უფალს, რომ ვინც წასულია საქართველოდან, ვინც გასულია, ღმერთმა ყველა, ვისაც სურვილი აქვს, აბსოლიტურად ყველა, მშვიდობიანად დააბრუნოს საქართველოში. ამაზე კარგ ქვეყანაში სად უნდა წავიდეთ? რაც არ უნდა შესაძლებლობები, ფულადი შესაძლებლობები გაგიჩნდეს, ალბათ მაშინ მოხდება ეს დაბრუნება, თუ ჩვენ ერთმანეთს ისე შევიყვარებთ, როგორც მოციქულებმა შეიყვარეს ერთმანეთი.

ქართველებს, რაც გვაკლია ურთიერთგატანაა. ქართველი ძალიან ნიჭიერია, ამიტომ ყველა ფიქრობს, რომ მხოლოდ თვითონ არის მართალი თავის აზრებში და ისე უნდა იცხოვროს , როგორც უნდა. ალბათ ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ ქართველებმა და ვერც ერთი მტერი ვერ დაგვამარცხებს.

შეხედეთ აბა, დღეს როგორი სიტუაციაა. ჩვენს ირგვლიც ქვეყნები ავიღოთ. რუკას თუ შევხედავთ, ჩრდილოეთით ქვეყანა ომშია გახვეული და ვინც უშუალოდ გვესაზღვრება ხედავთ, როგორი სიტუაციებია, ღმერთმა ყველას მშვიდობა მისცეს და ჩვენც რაღაცას ხომ უნდა მივხვდეთ, ღმერთი გვიფარავს და სად გავრბივართ?

მე ძალიან მიხარია, როცა საქართველოს გარეთ წარმატებული ქართველები არიან, ისინი ძალიან ბევრ სიკეთეს აკეთებენ ყველასთვის, მაგრამ ბევრი ისეა წასული საკმაოდ რთულია მათი ცხოვრება. ხშირად დავდივარ უცხოეთში და ვიცი, ვინ როგორ ცხოვრობს და ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი ქვეყნიდან არ გარბოდეს ხალხი.

ალბათ, ოჯახის ძლიერება, სკოლა…სამშობლოს სიყვარული უნდა ჩავუნერგოთ ბავშვებს. ჩემი თაობისათვის ძალიან რთულია, რომ ვუყურებ, ვერ გამიგია. მე როდესაც ჯარში წამიყვანეს, მაშინ იმპერია იყო. სიცხეებმა რომ მომცა, ვერაფრით დამიგდეს, ისეთი ნოსტალგია მქონდა, ვიდრე არ ჩამოვედი საქართველოში.

როგორია წახვიდე, წახვიდე და ეს ყვლაფერი დაკარგო, შენებთან ურთიერთობა დაკარგო. საქართველო არასდროს არ იყო დამპყრობელი და ჩვენ სხვანაირ ცხოვრებას ვართ მიჩვეულნი.  დიდ იმპერიებში რომ მიდიხარ, იქ სხვა ვიღაცა ხდები. თან, ამ ბოლო დროს ძალიან მიხარია, რომ მეტ გაღიმებულ ადამიანს ვხვდები, თბილისშია, თუ სადაც არ უნდ წავიდე.

ბავშვები ჩვენი მომავალი, ეკლესიაში რომ მოდიან, თავიანთი სურვილით მოდიან, ეს არის ძალიან სასიხარულო. ძალიან მიხარია და თუნდაც ხმამაღლა საუბრობდნენ, ძალიან სასიხარულოა. აბა, გამოყრუებული ეკლესია რა სარგებლის მომტანი იქნება. ღმერთმა ჩვენი ახალგაზრდობა დალოცოს.  ძლიერი ოჯახები უნდა გვქონდეს აუცილებლად, ძლიერი სკოლა და ეკლესია. ეს მთლიანი ჯაჭვია და ერთი სხეულია.

ერთად უნდა ვიყოთ და მასწავლებლებსაც ღირსეული ანაზღაურება რომ ექნებათ, სარბენი არ ექნებათ. შევარდნაძის დროიდან და მერე და მერე, არჩევნებზე დაარბენინებდნენ. დღეს, მიეცემათ საშუალება უშუალოდ ბავშვებს მივხედოთ და არ დაგვჭირდება ბავშვების სადმე ტარება. ძირითადი ცოდნა ბავშვებს სკოლამ უნდა მისცეს, თორემ აბა დააკვირდით, როგორ  იზრდება შვილი, ჯერ სკოლაში წავა, მოვა  სკოლიდან საჭმელს შეჭამს და გარბის რეპეტიტორთან, გაიზრდება და მერე მშობელი  ვეღარ ცნობს, იგი ქვეყნიდანაც აუცილებლად გაიქცევა, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვზრდით ჩვენს შვილს. სხვებს ვუზრდით ამ ნიჭიერ თაობას.

მერწმუნეთ, ქართველი კონკურენტუნარიანია. ნებისმიერ ადგილას წამყვან ადგილზე იქნება ყიველთვის. გავაკეთოთ ისე, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ ქართველები. ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი მომავალი აქვს. არ ვუსმინოთ, ვინც სხვანაირად ლაპარაკობს.

მერწმუნეთ, ხშირად დავდივარ უცხოეთში და იმათი უმაღლესი პირებიდან ვიცი დღეს რა განწყობაა. ჩამოვდივარ აქ ჩვენებს  ვუსმენ … ერთმანეთს უნდა შევუნდოთ, მაგრამ უნდა შეგვეძლოს შენდობის თხოვნა ყველას, მეც თუ რამეს ვაშავებ ყოველთვის შენდობასაც ვითხოვ და პატიებასაც.

მე დავლოცავ იმ მოძღვრებს, რომლებიც უცხოეთში მოღვაწეობენ, დიდ საქმეს აკეთებენ და ღვთის სიტყვის გარეშე, ზიარების გარეშე, აღსარების არეშე არ ტოვებენ იქაურ ადამიანებს. დღეს, ჩვენთანაც არიან და ყველას ვუსურვებ წარმატებას და წარმატება ის იქნება, რომ ყოველი ქართველი, ვისაც დაბრუნება უნდა, საქართველოში მშვიდობიანად და ძლიერად  დაგვიბრუნდება და ჩვენც შევქმნათ ისეთი პირობები, რომ აქეთკენ გამობორდნენ. მარტო უცხო ქვეყნის ეკონომიკას არ აძლიერებდნენ.

ღმეთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და შევთხოვ სტეფანე პირველდიაკონს, ჩვენს სტეფანე ხირსელს შევთხოვ, რომ შეგვეწიოს და მე მჯერა, რომ საქართველო ძალიან კარგად იქნება, მომავალი თაობა ძალიან ძლიერად იქნება, გავა 20-25 წელი და უნდა ჩაიბარონ ქვეყანა. იხარეთ ორთავ სოფელსა შინა.

ჩვენს პატრიარქს ვულოცავ, წმინდა სინოდს, ჩვენს დედა ეკლესიას, ყველა წევრს, მამებს, დედებს,თქვენ ყველას , მრევლს და ასევე საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც უყვარს საქართველო და ვინც ქრისტიანია და ვინც ქრისტიანი არ არის, მაგრამ საქართველო უყვარს, ყველას ვულოცავ და ძლიერებას ვუსურვებ.

ყველას ჭეშმარიტებაში გვეცხოვროს, რაც მთავარია, როგორც სასულიერო პირი ყველას ვურჩევ, შეიცნოს ჭეშმარტება, ჭეშმარიტება გვაცხონებს თითოეულ ჩვენთაგანს.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ერთმანეთზე ცუდი არ ვილაპარაკოთ და მოვეფეროთ ერთმანეთს!-განაცხადა მეუფე იაკობმა ხირსის მამათა მონასტერში.

ტროპარი: ჰკამკამებ უდაბნოსა, ნათობ ქართველთა უმეტეს მზისთუალისა, მამო მამათაო იოანე, მეოხ-იქმენ მათვის, რომელნი პატივს სცემენ დღესასწაულსა შენსა და განათლდებიან.

კონდაკი: ასურით გამო მნათობად ქართლისად გამოსჩნდი და ათორმეტთა მამათა მამად იჩინე, ხოლო მადლთა სულისა წმინდისათა გვიწყაროებ და სასწაულთა სიმრვალითა განგვაბრწყინვებ, მამო წმინდაო იოანე, მოეც მშვიდობაი მთავრობასა და მხედრობასა ჩუენსა მორწმუნესა და ერნი მადიდებელნი შენნი, იხსნენ განსაცდელთაგან.

გაზიარება16

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის ცენტრალურ სკვერში არსებულ შენობაში განთავსდება სივრცე “ქუთაისი – საუნივერისტეტო ქალაქი”

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 3, 2026
0
ქუთაისის ცენტრალურ სკვერში არსებულ შენობაში განთავსდება სივრცე “ქუთაისი – საუნივერისტეტო ქალაქი”
მთავარი

ქუთაისის ცენტრალურ სკვერში არსებულ შენობაში განთავსდება სივრცე “ქუთაისი - საუნივერისტეტო ქალაქი”. ქუთაისის მერიისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობით შემუშავდა სივრცის კონცეფცია, რაც გულისხმობს ქუთაისის, როგორც საუნივერსიტეტო ქალაქის პოპულარიზაციას. სივრცე გააერთიანებს...

დაწვრილებითDetails

ხონის მერის გიორგობა-ხონელობის ორგანიზებისათვის ტენდერს აცხადებს

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 3, 2026
0
ხონის მერის გიორგობა-ხონელობის ორგანიზებისათვის ტენდერს აცხადებს
მთავარი

ხონის მერის გიორგობა-ხონელობის ორგანიზებისათვის ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 63`310 ლარია - NAT260006802 გიორგობა-ხონელობის დღესასწაული ხონში 6 მაისს აღინიშნება. ხონში ყოველწლიურად განსაკუთრებული სითბოთი და ტრადიციების დაცვით აღინიშნება გიორგობა -დღესასწაული, რომელიც...

დაწვრილებითDetails

“მე მხარს ვუჭერ ყველაფერს იმას, რასაც ღმერთი ინებებს”- ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
“მე მხარს ვუჭერ ყველაფერს იმას, რასაც ღმერთი ინებებს”- ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი
მთავარი

მე ვუჭერ მხარს ყველაფერს იმას, რასაც ღმერთი ინებებს - ამის შესახებ წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, მან უპასუხა შეკითხვას, ეთანხმება თუ არა იმას, რომ საპატრიარქო...

დაწვრილებითDetails

სააღდგომოდ ხონის მერია ნობათს 405 ოჯახს გადასცემს

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 3, 2026
0
ხონის მერია საახაწლოდ 405 შეჭირვებულ ოჯახს სასაჩუქრე ნობათის გადასცემს
მთავარი

სააღდგომოდ ხონის მერია ნობათს 405 შეჭირვებულ ოჯახს გადასცემს. ხონის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 22`558 ლარია.  NAT260004867

დაწვრილებითDetails

ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატზე ქუთაისლებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატზე ქუთაისლებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
მთავარი

ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატზე ქუთაისლებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს ლევან მანდარია 66კგ ცოტნე იჩქიტიძე 66კგ ოთარ ჯაფარიძე +100კგ

დაწვრილებითDetails

” სინოდის დღევანდელ სხდომაზე მსჯელობა იქნება იმ კრიტერიუმებზე, რომელსაც საპატრიარქო კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს “-დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
” სინოდის დღევანდელ სხდომაზე მსჯელობა იქნება იმ კრიტერიუმებზე, რომელსაც საპატრიარქო კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს “-დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
მთავარი

სინოდზე 3 კანდიდატის გამოცხადება მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან, მაგრამ ეს შემდეგი სინოდი იქნება, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა....

დაწვრილებითDetails

ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მოთხოვნისა...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით ზუგდიდიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველებიდან თავშესაფარში დარჩენილია მხოლოდ 17 ცხოველი, რომლებსაც დღეს ზუგდიდში დააბრუნებენ. მათი ცნობით,...

დაწვრილებითDetails

დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
“ე.წ. ,,პრაიდის“ მიზანი არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა”-საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

დღეს, 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების...

დაწვრილებითDetails

კაცმა 21 წლის ბიჭს ყელის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა – შსს

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
კაცმა 21 წლის ბიჭს ყელის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა – შსს
მთავარი

  შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ე.ი. ცხელ კვალზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"