საქართველოში აშშ-ის ელჩისა, კელი დეგნანის განცხადებით,19 აპრილის შეთანხმება მიღწეულია პოლიტიკური ლიდერებისა და პარტიების მიერ.
დიპლომატის თქმით, პოლარიზაციის დასასრულებლად პროცესს პოლიტიკური ნება აკლია.
“მიღწეულია 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც ასახავს იმ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და რეფორმებს, რაც ქვეყანამ უნდა გადადგას, რათა გააძლიეროს საკუთარი დემოკრატია, ეკონომიკა და სხვადასხვა სფერო.
არსებობს ყველანაირი მექანიზმი, ამ შეთანხმებაში მოცემულია გზამკვლევი და ორიენტირი, როგორ უნდა განხორციელდეს რეფორმები. ერთადერთი, რაც ამ პროცესს აკლია, გახლავთ პოლიტიკური ნება, რათა დასრულდეს პოლარიზაცია საზოგადოებასა და ქვეყანაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა კელი დეგნანმა.










