“ერთადერთი ნაკლი აქვთ ამ ექიმებს, როგორც ჩანს, ისინი არიან “ომის პარტიის“ წევრები”, – განაცხადა ალსანიამ.
გიული ალასანია იმედოვნებს, რომ მისი შვილის საზღვარგარეთ მკურნალობისთვის გადაყვანა მოხერხდება. მისივე განმარტებით, როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დეტალები არ იცის, რადგანაც მისი ნახვის საშუალება არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ ექიმთა დარგობრივი ასოციაციები და არასამთავრობო სექტორი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობისთვის გადაყვანის საკითხზე მეგობარი ქვეყნების მთავრობებს, ევროპის საბჭოს და აშშ-ის კონგრესს მიმართავს. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება და მცირედი დაყოვნებაც კი, შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს მისი სიცოცხლისთვის.