ერაყის ქალაქ ერბილში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს სპეცრეისით ჩამოასვენებენ- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიგფინგზე განაცხადა.
დავით ზალკალიანის თქმით, ამავე რეისით ის ადამიანებიც დაბრუნდებიან, რომლებიც ერბილიდან სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
„აჭარის მთავრობასთან ერთად, მჭიდრო კოორდინაციაში ვმუშაობთ ერბილში, ერაყში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების მიმართულებით. მინდა, საზოგადოებას ვაუწყო, რომ განხორციელდება სპეცრეისი. გამომდინარე იქიდან, რომ სახმელეთო გზით ძალიან გართულებულია გადაადგილება და ქვეყნებს დაკეტილი აქვთ საზღვრები, მივიღეთ გადაწყვეტილება აჭარის მთავრობასთან ერთად, რომ ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქე ჩამოვასვენოთ სპეცრეისით. ასევე, დაბრუნდებიან მისი ახლობლები, ნათესავები და ის ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ ერბილიდან სამშობლოში დაბრუნებას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.