დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში ეპიდვითარების ყველა მაჩვენებელი გაუარსდა.
“სამწუხაროდ, ეპიდვითარება ბოლო დღეების განმავლობაში უარესობისკენ დაიძრა, ანუ ვიყავით, დაახლოებით, პლატოზე და ბოლო ერთი კვირაა, ყველა მაჩვენებელი, ინციდენტების, ანუ ახალი შემთხვევების მაჩვენებელი, დადებითობის მაჩვენებელი მიდის ზემოთ. ამის შეკავების ერთადერთი გზა არის მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ აუცილებლად აიცრან, დღეს ჩვენ მოთხოვნის დეფიციტი გვაქვს” – განაცხადა გამყრელიძემ.










