ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია “ენკას” თანამშრომლები, სავარაუდოდ პოლიციის მანქანებით გადაჰყავთ ნამახვანის მიმართულებით, – ამის შესახებ რიონის ხეობის მცველმა მაკა სულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აქტივისტებს არ აქვთ მექანიზმი, იმისათვის, რომ გადაამოწმონ ვინ გადაჰყავთ პოლიციის თანამშრომლებს სპეცმანქანებით.
“აქ შეკრებილი ვართ იმისათვის, რომ შევაფერხოთ კომპანიის მანქანების მუშახელის გადაყვანის პროცესი, რა თქმა უნდა, ადგილობრივ მოსახლეობას არ ვაფერხებთ. სიტუაციის მიხედვით ვაგრძელებთ აქ ყოფნას”, -განაცხადა მაკა სულაძემ.
ცნობისთვის, რიონის ხეობის მცველები “ენკას” ბაზას მიმდებარე ტერიტორიაზე დილის 5 საათიდან შეიკრიბნენ. რიონის ხეობის მცველები მოუწოდებენ მხარდამჭერებს, რომ შეუერთდნენ და ერთობლივი ძალებით შეუზღუდონ გადაადგილება „ენკას“ ავტომობილებს.