ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 სექტემბერს 10:00-იდან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში გიორგიწმინდაში, სოფელ გლდანში და გლდანის მასივში; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში, დიდგორში, ვეძისსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 14:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძალისი, ვაზიანი, მუხრანი, ერედა და მიმდებარე სოფლებში; 16:00-იდან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთში და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში კობიაანთკარი, სულიკიანთკარი, შალიკიანთკარი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.