“2016 წელს მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, ემოციურად ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყოფილიყო პარლამენტი, მაგრამ გადაწყვიტა პარლამენტმა და გადაიტანეს. თუმცა მინდა გითხრათ რომ ჩემთვის ისიც მნიშვნელოვანი იყო რომ, 1003 წელს ქუთაისი გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი იყო და შემდეგ დავით აღმაშენებელმა თბილისში გადაიტანა, გელათის აკადემია შექმნა ქუთაისში და ეს არის ქუთაისის მომავალიო თქვა.
დღეს მივიღეთ ის რაც გვაქვს, მაგრამ ადეკვატური განვითარების გეგმა დევს პარტია “ქართულ ოცნებაში” და საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია სწორად აპირებს ქუთაისის განვითარების გეგმის დადებას.” – განაცხადა პარტიის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ქუთაისში ზაზა ლომინაძემ მთავარის სპეციალურ გამოშვებაში სტუმრობისას.










