ემბერ ჰარდმა სასამართლო პროცესზე სკანდალური ფოტოები გამოაჩინა, საუბარია ფოტომასალაზე, სადაც ჯონი დეპი არაფხიზელ, უგონო მდგომარეობაშია აღბეჭდილი. 35 წლის ჰარდის განცხადებით, მან მეუღლის გადაღება ქორწინებიდან 2 წლის შემდეგ დაიწყო, რათა მომავალში მტკიცებულებები ჰქონოდა იმისა, რომ ქმარი ყოველდღიურად ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. აღნიშნული ფოტომასალა დეპის საქმეში კიდევ ერთი „შავი ფურცელია“, ამ მტკიცებულებებით შესაძლოა დეპის ძალადობრივი ქმედებები ჰარდის მიმართ, სავსებით რეალურად ჩაითვალოს. ცნობისთვის ემბერი ყოფილ ცოლს სექსუალურ ფიზიკურ და მორალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
ავარია თბილისში – რა მდგომარეობაა ადგილზე
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სანაპიროზე. დაშავებულთა მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია. ინციდენტის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.










