თორნიკე რიჟვაძემ აჭარის კულტურის მინისტრად პარლამენტის მე-10 მოწვევის დეპუტატი ელისო ბოლქვაძე წარადგინა.
„ცვლილება გვაქვს აჭარის მთავრობის სტრუქტურასა და შემადგენლობაში – მოგეხსენებათ, მივღეთ გადაწყვეტილება, არსებული განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბებულიყო აჭარის კულტურის სამინისტრო, რომელიც დამოუკიდებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას”, – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.