სახელმწიფო ელექტროსისტემაში აცხადებენ, რომ ელექტრომომარაგების შეწყვეტა ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთისა” და “ენგურჰესის” გათიშვამ გამოიწვია.
ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს:
“დღეს, 14 ივნისს, 14 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები.
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო” – ნათქვამია განცხადებაში.








