მოძრაობა “დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია დღეს ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა. მისი თქმით, ოჯახს მოქმედება აქვს გადაწყვეტილი და მათ ყველა გვერდში უნდა დაუდგეს.
“ამდენი ხანი ხალხი ითმენს, ელოდება, რომ რაღაც გადაწყდება. ამასობაში რუსი დაკავებულები წამში გადავეცით, არც გვიცდია გაცვლა, აზერბაიჯან-სომხეთის ამბავშიც არ ჩავდეთ ეს თემა. ოჯახს გადაწყვეტილი აქვს მოქმედება და ყველა გვერდში უნდა დავუდგეთ.
გეგმებს გაგაცნობთ მალე, ყველა უნდა დავუდგეთ გვერდში”, – წერს ელენე ხოშტარია.
ზაზა გახელაძის ოჯახის გუშინ ერგნეთში ჩავიდა, სადაც IPRM-ის მე-100 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა ოჯახის წევრებმა გახელაძის ცხინვალის ციხეში მონახულება შეძლონ.
ცნობისთვის, 33 წლის ზაზა გახელაძე უკვე 11 თვეა, რაც ოკუპანტების ტყვეობაშია. მას 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.