ქვეყნის ყველაზე გავლენიანი, ავტორიტატული და სანდო ინსტიტუტი ეკლესიაა,სწორედ ამიტომ მათი მიერ შექმნილი პოლიტიკური კლიმატი საზოგადოებაზე, კონკრეტულად კი მრევლზე დიდ გავლენას ახდენს. უნდა ერეოდეს თუ არა პოლიტიკაში ეკლესია- ამ შეკითხვით მეგა ტვმა ქუთაისელებს მიმართა, ნაწილი უარყოფითად აფასებს ეკლესიის ამ კუთხით გააქტიურებას , მათთვის სასულიერო პირების მიერ ამბიონებიდან გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები მიუღებელია. საზოგადოების ნაწილი კი თვლის,რომ ეკლესია უფრო მეტადაც უნდა ერეოდეს პოლიტიკურ საკითხებში ვიდრე ახლა და უფრო ძლიერიც კი უნდა იყოს ვიდრე საერო ხელისუფლება. ისინი ამის მიზეზად პოლიტიკოსების უნიათობასა და სასულიერო პირებისადმი მეტ ნდომას ასახელებენ. შეგახსენებთ ქვეყანაში არჩევნები ახლოვდება სწორედ ამიტომ, საზოგადოებაში დაძაბულობა მატულობს. მოქალაქეები 31 ოქტომბერს საქართველოს მთავარი საკანონმდებლო ორგანოს ახალ შემადგენლობას აირჩევენ, ხოლო გარკვეულ ქალაქებში, მათ შორის ქუთაისშიც მერის არჩევნებიც ჩატარდება. პოლიტიკური პარტიები გამარჯვებისათვის ამომრჩეველთა გულის მოგებას ცდილობენ, თუმცა რას იგებს ეკლესია ეს რთული სათქმელია.
ძლიერი წვიმა, სეტყვა, ქარი – გაფრთხილება მოსახლეობას
29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე...









