2022 წლის 15 ივნისიდან სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ (ეიპიემ ტერმინალს ფოთის) გენერალური დირექტორის პოზიციაზე ხულიან ფერნანდესი დაინიშნა და გახდა ევროპის რეგიონის ხელმძღვანელი გუნდის წევრი.
ხულიან ფერნანდესი, ეიპიემ ტერმინალს ფოთის გუნდს, 2020 წლის თებერვალში შემოუერთდა ფინანსური დირექტორისა და გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. შესაბამისად, ის შესანიშნავად იცნობს ნავსადგურს, დაინტერესებულ მხარეებსა და პარტნიორებს, ისევე როგორც ქვეყნის კულტურულ ნიშან-თვისებებს.
,,დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს წინა პოზიციაზე დაგროვილი გამოცდილება, როგორც ეიპიემ ტერმინალს ფოთის უფროსი მენეჯმენტის გუნდის წევრი, იქნება უზარმაზარი სარგებელი კომპანიის შემდგომი ზრდისთვის“, – ამბობს ფერნანდესი. „კომპანიის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, ხალხის გაძლიერება, დაინტერესებულ მხარეებთან ჩართულობა, ასევე ახალი ინვესტიციებისა და გაფართოების გეგმების განხორციელება ფოთში, რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, ჩემი დღის წესრიგის პრიორიტეტს წარმოადგენს“, – დასძენს ის.
ხულიან ფერნანდესის ახალ პოზიციაზე დანიშვნის პარალელურად, ევროპის რეგიონის ტერმინალების ხელმძღვანელმა იგორ ვან დენ ესსენმა მადლობა გადაუხადა კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს კელდ მოსგაარდ ქრისტენსენს ფოთის საზღვაო ნავსადგურში მისი 2.5 წლის განმავლობაში გაწეული განსაკუთრებული მოღვაწეობისთვის. ,,მისი ხელმძღვანელობით, კომპანიისთვის მომხმარებელი გახდა უმთავრესი, რასაც მოწმობს მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის (NPS) ქულის მნიშვნელოვანი მატება, კომპანიის აქციონერებისთვის განსაკუთრებული მოგების უზრუნველყოფის პარალელურად; არანაკლებ აღსანიშნავია ბევრი ნაყოფიერი და შედეგიანი CSR პროექტი, რომლებიც ადასტურებენ კომპანიის ერთგულებას და ზრუნვას იმ საზოგადოების მიმართ, სადაც ის ოპერირებს,“ – ამბობს იგორ ვან დენ ესსენი.