LIVE TV
კვირა, დეკემბერი 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

” ევროპულ საბჭოზე საქართველოზე განცხადება ჩავარდა ” – პაპუაშვილი

დაპოსტა 2025/12/18-ში
შალვა პაპუაშვილი
97
ნახვა
გაზიარება

ევროპულ საბჭოზე საქართველოზე განცხადება ჩავარდა და დანიამ ერთპიროვნულად გამოაქვეყნა ეს ტექსტი, რომელშიც დოკუმენტირებულად ვნახეთ მოთხოვნა, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოებასთან დაკავშირებით დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, „ეს არის საქართველოსთვის ბიძგის მიცემა, რომ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ესკალაციაში შევიდეს რუსეთთან და ამ ესკალაციის ბოლოს რომ სამხედრო დაპირისპირებაა, ამას ამ განცხადების ავტორები ან მიამიტები არიან და ვერ ხვდებიან, ან მავნებლები არიან და ისეთი ესკალაციისკენ გვიბიძგებენ, რომლის ბოლოშიც ომია“.

„გუშინ ევროპულ საბჭოზე საქართველოზე განცხადება ჩავარდა და დანიამ ერთპიროვნულად გამოაქვეყნა ეს ტექსტი, რომელშიც დოკუმენტირებულად ვნახეთ მოთხოვნა, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები. ნახეთ, რომ ამ ჩავარდნილი პროექტით მოითხოვდნენ სრულ თანხვედრას რუსეთის და ბელარუსის მიმართ დაწესებულ შეზღუდვებზე. სრული თანხვედრა კი ნიშნავს სანქციების დაწესებას რუსეთისთვის და ბელარუსისთვის – ამას მოითხოვს დღეს ბრიუსელი. ამაზე ვსაუბრობთ სამი წელია. ზუსტად ეს იყო, რასაც სხვა ყველაფერთან ერთად, დახურულ კარს მიღმა ითხოვდნენ და გარეთ არ საუბრობდნენ. შარშან ევროპარლამენტმა რეზოლუციაში ჩაწერა პირველად, ახლა დანიის განცხადებაში ვნახეთ ეს ჩანაწერი. ეს არის საქართველოსთვის ბიძგის მიცემა, რომ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ესკალაციაში შევიდეს რუსეთთან და ამ ესკალაციის ბოლოს რომ სამხედრო დაპირისპირებაა, ამას ამ განცხადების ავტორები ან მიამიტები არიან და ვერ ხვდებიან, ან მავნებლები არიან და ისეთი ესკალაციისკენ გვიბიძგებენ, რომლის ბოლოშიც ომია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა დოკუმენტის იმ ნაწილზე, სადაც საუბარია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა „გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი“.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, როდესაც „ე.წ უსამართლოდ დაპატიმრებულების გათავისუფლებაზეა საუბარი, არასდროს არ ამბობენ ვის გულისხმობენ“.

„როცა საუბარია ე.წ უსამართლოდ დაპატიმრებულების გათავისუფლებაზე, დააკვირდით, რომ არცერთ განცხადებაში არ ამბობენ ვის გულისხმობენ. ვინ არიან უსამართლოდ დაკავებულები, რატომ არ ამბობენ? უჩა აბაშიძე? ეს არის მათი მორალი. მათი მორალია, რომ ადამიანი საკუთარ ცოლს ყიდდა და სექსუალურ ექსპლუატაციას აკეთებდა სხვების დასაშანტაჟებლად – ამ ადამიანის გათავისუფლებას ითხოვს დღეს ბრიუსელი. ეს არის მათი მორალური დეგრადაციის დონე, როცა უჩა აბაშიძის გათავისუფლებას ითხოვენ… ვისზე [საუბრობს] პაატა ბურჭულაძეზე? ადამიანი, რომელიც რომ არა უსაფრთხოების სამსახურების, შსს-ს და სხვა სამსახურების მუშაობა, დღეს რა სიტუაცია გვექნებოდა საქართველოში კაციშვილმა არ იცის და ვინ აიღებდა პასუხისმგებლობას? მის გათავისუფლებას ითხოვს ბრიუსელი? ეს არის მათი მორალი? ადამიანი, რომელიც პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს აორგანიზებს და აწყობს, ეს ადამიანი უნდა იყოს გარეთ, ეს არის მათი მორალი?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოებასთან დაკავშირებით გამოტანილი დასკვნებში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა მანამ, სანამ ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდება.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, საბჭო აქვს მტკიცე მოლოდინი, რომ საქართველო გააძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) სრული თანხვედრის მიმართებაში, კერძოდ, თანხვედრით რუსეთისა და ბელaრუსის წინააღმდეგ ევროკავშირის შემზღუდავ ზომებთან, რომელიც მიღებულია როგორც უმთავრესი პრიორიტეტი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული აგრესიული ომის კონტექსტში.

საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის, ევროკავშირის ელჩებისა და წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წინააღმდეგ – როგორც პირველი ნაბიჯები ევროკავშირის გზაზე ჩართულობის განსაახლებლად. საბჭო კვლავ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მტკიცედ ერთგული რჩება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის გზით.

გაზიარება39

დაკავშირებული -პოსტები

ერთი ამობრუნდა – ავარია ხონში

დეკემბერი 20, 2025
2.7k
მთავარი

მეგა tv ის ინფორმაციით ხონში, ქალაქის ტერიტორიაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შედეგად ერთი ამობრუნდა. როგორც ადგილზე აცხადებენ  დაშავებულები  საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუ რა გახდა ავარიის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

დაწვრილებითDetails

“პრობლემები შეიძლება შეექმნათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ”- ნინო კალანდაძე უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხეზე

დეკემბერი 20, 2025
108
მთავარი

უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე – საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ნინო კალანდაძე განმარტავს, რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ ან აწი აპირებენ წასვლას. კალანდაძე ამბობს, რომ მათ, ვისაც...

დაწვრილებითDetails

მოკლული მასწავლებლის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

დეკემბერი 20, 2025
1.1k
გიგა ავალიანის დედა
მთავარი

მოკლული მასწავლებლის საქმე - გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. ჯამში მათემატიკის მასწავლებლის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი სანდრო ბაზაძე 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა

დეკემბერი 20, 2025
17
მთავარი

,,გალა-დაჯილდოება 2025“ ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიის შემდეგ, ამჯერად სასტუმრო ,,რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით 2025 წლის სპორტული შედეგების მიხედვით სხვადსხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილოების ცერემონია, რომელსაც უძღვებოდა...

დაწვრილებითDetails

საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

დეკემბერი 20, 2025
43
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1990 წელს დაბადებული მ.ს. და 1999 წელს დაბადებული მ.ე. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის...

დაწვრილებითDetails

 გარდაიცვალა თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი (მელიქიძე)

დეკემბერი 20, 2025
85
მთავარი

 გარდაიცვალა თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი (მელიქიძე)- სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.  "გარდაიცვალა თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი (მელიქიძე). ღმერთმა აცხონოს მამა აკაკის სული და დააწესოს იქ სადაცა...

დაწვრილებითDetails

ოზურგეთში მოსწავლის ცემის საქმეზე ცეკვის მასწავლებელი დააკავეს

დეკემბერი 20, 2025
417
მთავარი

ოზურგეთში ცეკვის მასწავლებელი მოსწავლის ცემის ფაქტზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, გამოძიება მოსწავლის მშობლის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.  

დაწვრილებითDetails

ექიმებმა კიბოს უჩვეულო სიმპტომი დაასახელეს

დეკემბერი 20, 2025
52
მთავარი

ბრიტანელი ექიმების განცხადებით, ხშირი სლოკინი შესაძლოა ონკოლოგიურ დაავადებაზე მიუთითებდეს. ამის შესახებ Daily Express-ი წერს. სლოკინის მიზეზი შეიძლება ძალიან სწრაფად ჭამა, დიდი რაოდენობით საკვები ან სპირტიანი სასმელის მიღება გახდეს. თუმცა, ამასთან, ზოგიერთ...

დაწვრილებითDetails

ვის და რა შემთხვევაში დაუბრუნდება მართვის მოწმობა – შსს დეტალებს განმარტავს

დეკემბერი 20, 2025
43
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადდა კანონის პროექტები, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით შეჩერებული მართვის მოწმობების აღდგენასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი ამნისტია გამოცხადდა. დღეის მდგომარეობით 35 500-მდე პირს შეჩერებული აქვს მართვის...

დაწვრილებითDetails

Facebook-ს ახალ სქემას ტესტავს – რა შეიძლება გახდეს ფასიანი

დეკემბერი 20, 2025
25
მთავარი

Meta, ფეისბუკის შემქმნელი კომპანია ახალ სქემას ტესტავს, რომლის თანახმად, ზოგიერთი მომხმარებლისთვის Facebook-ზე ბმულების გაზიარება ფასიანია. კრეატორებმა Meta-სგან შეტყობინება მიიღეს, რომელიც ამბობს: "Meta Verified-ის არმქონე ზოგიერთი ფეისბუკპროფილი, მათ შორის შენიც, თვეში მხოლოდ ორ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».