რუსეთი ნატო-სგან საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევასა და რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში, შეიარაღების განუთავსებლობასთან დაკავშირებით დასავლეთისგან გარანტიებს მოითხოვს. განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია, ოფიციალურად უარი ითქვას 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, იმის თაობაზე, რომ „უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები”, რაც ეწინააღმდეგება ეუთო-ს ყველა წევრი-სახელმწიფოს ლიდერების ვალდებულებას – „არ გააძლიერონ საკუთარი უსაფრთხოება სხვების უსაფრთხოების ხარჯზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ვაშინგტონის ხელშეკრულების გარდა, ნატო-ს ქვეყნებს ასევე აქვთ ვალდებულებები ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების განუყოფელობასთან დაკავშირებით, ეუთო-ს მთელ ტერიტორიაზე.