უკრაინის რადას თავმჯდომარე უმაღლესი რადას სახელით ევროპარლამენტს მიმართავს და ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხეზე საუბრობს. მისი თქმით, ატომური ელექტროსადგურის აფეთქება კატასტროფა იქნება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის.
“უკრაინის უმაღლესი რადა მივმართავთ სრულიად ევროპას და ევროპარლამენტს – რუსეთმა დაიწყო ისეთი შეტევის მცდელობა, რომელიც ევროპისთვის არმაგედონი იქნება. თუ ელექტროსადგურს ააფეთქებენ, ეს უდიდესი კატასტროფა იქნება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს იქნება ეკოლოგიური კატასტროფა, რადგან ჩერნობილზე მძიმე შედეგებს გამოიღებს და ეს იცის რუსეთმა. სწორედ დაესხა პუტინი თავს ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ელოექტროსადგურს. ეს არ იქნება კატასტროფა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისათვის,”- უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე აცხადებს რუსლან სტეფანჩუკი.









