LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
შალვა პაპუაშვილი

ევროპელები არაევროპულად იქცეოდნენ -პაპუაშვილი

დაპოსტა 2024/05/12-ში
A A
8
ნახვა
გაზიარება

ევროპელები არაევროპულად იქცეოდნენ და ნაცვლად შინაარსობრივი დისკუსიისა, ქართულ საზოგადოებას პლაკატებით ესაუბრებოდნენ – თუკი ისეთ რეკომენდაციას მოგვცემენ, რომელზეც დავთანხმდებით, შეიძლება, ვეტოს მექანიზმის გამოყენებით უზრუნველყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას, რა შემთხვევაში შეიძლება არ დაძლიოს უმრავლესობამ ვეტო.

„რამდენიმე კვირაა მიდის კანონპროექტის განხილვა და ჩვენ ყოველ ჯერზე, როგორ უცხოელ აქტორებს, დიპლომატებს, ოპოზიციას, არასამთავრობოს სექტორს, მედიას, ყველას ვთავაზობდით შინაარსობრივ დისკუსიას, ამის საპასუხოდ ჩვენ გვესმოდა სკანდირება, ლოზუნგები, ტრაფარეტები ყველასგან. განსაკუთრებით გასაკვირია, რომ ევროპელები ასე არაევროპულად იქცეოდნენ და ნაცვლად შინაარსობრივი დისკუსიისა, ქართულ საზოგადოებას პლაკატებით ესაუბრებოდნენ, რაღაცა ღირებულებებს შეესაბამება, თუ არ შეესაბამება [კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] . თუკი არის სურვილი, შინაარსობრივად ვინმეს სათქმელი რეკომენდაცია, რჩევა აქვს მოსაცემი და გასაზიარებელი, ჩვენ ამისთვის ყოველთვის ვიყავით მზად. ახლა მესამე მოსმენაა, რედაქციული ხასიათის მოსმენა არის და აქ რაიმე რეკომენდაციის ძირეული გათვალისწინება ვერ მოხდება. თუკი ვინმეს აქვს რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება მისაღები იყოს, ჩვენ ამაზე, მათ შორის მეც, შეხვედრებზე მივუთითე ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, მათ შეუძლიათ ისარგებლონ ვეტოს მექანიზმით, თუკი ჩვენ რაიმე ისეთ რეკომენდაციას მოგვცემენ, რომელზეც ჩვენც დავთანხმდებით და იქნება გასაზიარებელი, შეიძლება ამის ვეტოს მექანიზმის გამოყენებით უზრუნველყოფა“, – განაცხად პაპუაშვილმა.

თუმცა პაპუაშვილმა დასძინა, რომ სინამდვილეში სათქმელი არაფერი აქვთ, რადგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი არის „ყველაზე რბილი“ განსხვავებით ამერიკასა და ევროპის რიგ ქვეყნებში მოქმედი კანონისგან.

„საქმეც იმაშია, რომ სათქმელი არაფერი აქვთ. სინამდვილეში იმდენად მარტივი და გასაგები კანონია, იმდენად მინიმალური არის ვალდებულებები, რომელიც ამ კანონპროექტში არის, ყველა სხვა კანონებისგან განსხვავებული, რომელიც არსებობს ამერიკაში – აგენტების კანონი იქნება, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში თუ ევროკავშირის დირექტივა, ყველა ამ კანონთან შედარებით არის ყველაზე რბილი კანონპროექტი და კანონი. შესაბამისად, სათქმელიც კი არაფერო არ არის სინამდვილეში, ამიტომ ველოდებით, ვნახოთ, ესეც იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის საჯარო, გაიგებს რა მოსაზრებებია და რაზე შეიძლება შეთანხმება”, – განაცხადა პაპუშვილმა.

გაზიარება3

დაკავშირებული -პოსტები

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი - დღე აქტიურობითა და ახალი შესაძლებლობებით იქნება სავსე. კარგი დროა მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებამდე დეტალები გადაამოწმეთ. საღამოს სასიამოვნო სიახლე გელით.   კურო - ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ....

დაწვრილებითDetails

” ივანიშვილის რეჟიმის კუნთმაგარი „პაიკების“ მხრიდან ძალადობა პარლამენტის დარბაზში ბევრჯერ გვინახავს” – თინა ბოკუჩავა

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
ერთადერთი რაციონალური მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია – თინა ბოკუჩავა
მთავარი

ადამიანი, რომელიც ღიად, კამერების წინ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ძალადობს კოლეგაზე, ვინც არ უნდა იყოს ის, რა თქმა უნდა, უნდა მიეცეს პასუხისგებაში - ივანიშვილის რეჟიმის კუნთმაგარი „პაიკების“ მხრიდან ამგვარი ძალადობა ბევრ...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 30 ივნისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6453, ევრო – 3.0156, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.4952 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მთავარი

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ზვიად კუპრავას, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავებოდნენ, 2 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. ცნობისთვის, ზვიად კუპრავას...

დაწვრილებითDetails

შეფასებისა და გამოცდების ცენტრი ინფორმაციას აქვეყნებს

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2026 წლის გამოცდებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ცენტრის მიერ მომზადებული საგამოცდო მასალების დიდი ნაწილი უკვე გაიგზავნა საქართველოს თორმეტ ქალაქში გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში, სადაც მათი...

დაწვრილებითDetails

როგორი იქნება 5 ივლისამდე პერიოდი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას ორშაბათიდან იწყებს. მის უარყოფით გავლენას კი ბევრი მალევე იგრძნობს. მიუხედავად ამისა, ზოდიაქოს არაერთ ნიშანს მიმდინარე კვირაში პროფესიულ საქმიანობაში, ფინანსურ სფეროსა თუ პირად ცხოვრებაში წარმატება მაინც ელოდება:...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი მოსახლეობის რაოდენობით, მეოთხედან მესამე ადგილზე გადმოვიდა

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
რამდენი უძველესი სახლია იმერეთში
მთავარი

საქსტატის მონაცემებით ქუთაისში მოსახლეობის რაოდენობა 2014 წლის შემდეგ 9 პროცენტით გაიზარდა. ამ მონაცემის მიხედვით ქუთაისი იმ ქალაქებს შორისაა სადაც მოსახლეობის ზრდა დაფიქსირდა. მონაცემების მიხედვით ქუთაისი 160 971 მცხოვრებით მეოთხედან მესამე...

დაწვრილებითDetails

მთავრობა 164 ახალ ავტომობილს 10 მილიონად ყიდულობს

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
“პარლამენტის დაფინანსებით პერსონალური ავტომობილი უმრავლესობის ყოველ მესამე დეპუტატს ჰყავს” – რომან გოცირიძე
ეკონომიკა

საქართველოს მთავრობის მიერ ახლადშექმნილი “ცენტრალური შემსყიდველი ორგანო” კიდევ 164 ერთეულ ახალ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ყიდულობს. უწყებამ სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის მიზნით 10 159 800 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა -ინფორმაციას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს. შესყიდვის...

დაწვრილებითDetails

მოლდოვიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავი ვერ დაჯდა
მთავარი

ავიაკომპანიამ Flyone მოლდოვის დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს კიშინაუდან პირველი რეისი უკვე მიიღო. ბათუმის აეროპორტში კიშინაუდან პირველ მგზავრებს სიმბოლური ღონისძიებით დახვდნენ. Airbus...

დაწვრილებითDetails

“არასამთავრობოები კანონს არღვევენ იმით, რომ არ რეგისტრირდებიან „გამჭვირვალობის რეესტრში“ და მათ ახალისებენ დონორები” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

თუკი ამ ორგანიზაციებს აქვთ პრეტენზია, რომ პატივს სცემენ სტრასბურგის სასამართლოს, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს და ამიტომ მიმართავენ მათ, უნდა დაემორჩილონ მათ გადაწყვეტილებებს. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ორგანიზაციები არიან კანონდამრღვევები, პატივს არ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"