ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) განაცხადეს, რომ ევროპაში მაიმუნის ყვავილის აღმოფხვრა შესაძლებელია.
არსებობს დამაიმედებელი ნიშნები შემთხვევების კლების დაწყების შესახებ ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და ბრიტანეთში, ასევე შენელება შეერთებული შტატების ზოგიერთ ნაწილში, ვაქცინის მწირი მარაგების მიუხედავად.
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ შეგვიძლია აღმოვფხვრათ მაიმუნის ყვავილის ადამიანიდან ადამიანზე მდგრადი გადაცემა ევროპის რეგიონში. საამისოდ სასწრაფოდ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა“, – აღნიშნა ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ჰანს კლუგემ.
მაიმუნის ყვავილი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ჩვეულებრივ მსუბუქი ფორმისაა და ენდემურია დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში. იგი ვრცელდება მჭიდრო კონტაქტით, ამიტომ მისი შეკავება შედარებით ადვილად შესაძლებელია ისეთი ღონისძიებების საშუალებით, როგორიცაა თვითიზოლაცია და ჰიგიენა.