ევროკომისიის წარმომადგენლისგან ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი მივიღეთ დღეს საქართველოს ევროინტეგრაციის თაობაზე:
მართლმსაჯულების პოლიტიკისგან გათავისუფლება და პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღება და მიშელის დოკუმენტის პრინციპებთან დაბრუნება.
ესაა ის საკითხები, რასაც ყურადღება მიექცევა ევროკავშირისკენ საქართველოს გასავლელ გზაზე.
მარტივად რომ ვთქვათ, ევროკავშირისკენ გზაზე ქვეყანას კლანი ეღობება, პოლიტიკური კინკლაობა და ზიზღი უნდა დავასრულოთ და ძალაუფლების გადანაწილებაზე უნდა ვიფიქროთ, ნაცვლად ერთი პარტიის მხრიდან ყველაფრის კონტროლისა.









